• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს, გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას“ – ანდჟეი დუდა

ალია ავტორი - ალია
19:52 12-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,416

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა:

„ჩემთვის უდიდესი პატივია, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ პერიოდსა და რთულ დროს, როდესაც რუსეთის აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ალბათ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის. ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას. ასევე რა თქმა უნდა, აღსანიშნავია პოლონეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობაც, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე მისი პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება და ჩემი დიდი მოწიწება, პატივისცემა მინდა, გამოვხატო სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად, გეოგრაფიულად ხვდება, რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია, არა მარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. ამიტომ, მე ძალიან მადლობელი ვარ სალომე ზურაბიშვილის, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა…

პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს, გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას. ჩვენმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს საქართველოში ჩასვლისას, მან საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. თქვა, რომ დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთის რიგიც დადგება ამ აგრესიულ ისტორიაშიო. პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ თუ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და საერთაშორისო საზოგადოებამ თუ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავსო,,,

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ასევე მონაწილეობს უკრაინისთვის დახმარების საკითხში, როგორიც არის ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რადგან ახლა აუცილებელია, უკრაინამ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ არის დიდი თავდასხმები უკრაინაზე. არის დაბომბვის ფაქტები უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც ხედავთ, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან დაიპყრო, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ეს შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც“

თეგები: ანდჟეი დუდასალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved