• რეკლამა
  • კონტაქტი
04:13, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა სისტემური პრობლემების მორიგი გამოვლინებაა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
16:20 07-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება გუშინ მედიაში მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათ მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, უზრუნველყოს აღნიშნული შემთხვევების დროული და ეფექტიანი გამოძიება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემურად იზრუნოს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების პრობლემის მოგვარებაზე.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გუშინ, 17 ივლისს, ორმა მოქალაქემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტები, სადაც საუბრობდნენ პოლიციის მხრიდან მათი უფლებების უკანონოდ შეზღუდვასა და ძალის გადამეტებაზე. საგულისხმოა, რომ ორივე შემთხვევა უკავშირდება პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობას, რა დროსაც სამართალდამცავები პროაქტიულად ახორციელებენ კანონით მინიჭებულ პრევენციულ უფლებამოსილებებს. მოქალაქეები საუბრობენ პოლიციის მხრიდან არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ კომუნიკაციაზე, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უსაფუძვლოდ შეზღუდვასა და ფიზიკური ძალის დისპროპორციულად გამოყენებაზე. მათი დაკავება მოხდა უკანონოდ, ხოლო დაკავების დროს უხეშად შეილახა განსაზღვრული გარანტირებული პროცესუალური გარანტიები.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევები არ არის ინცინდენტური ხასიათის და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ სისტემურ გამოწვევებს, რომლებიც სულ უფრო მწვავდება სამართალდამცავ ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გამორჩეულად დახურული ინსტიტუციაა, ხოლო ყოველდღიურ საპოლიციო საქმიანობაზე სულ უფრო იზრდება პოლიტიკური თუ კერძო ინტერესების გავლენები. ამავდროულად, არსებითად არის გაუარესებული უწყების საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების თუ ისეთი შიდაუწყებრივი ინსტრუმენტების მოქმედების ხარისხი, როგორიცაა გენერალური ინსპექცია. საგულისხმოა ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას, ან კანონის ღიად დარღვევას პირდაპირ ახალისებს უწყების ხელმძღვანელობის თუ პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები.

პოლიციას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდობის დაცვის კუთხით. ამ პროცესში, პირველ რიგში თავად სამართალდამცავები უნდა ქმნიდნენ კანონმორჩილების მაგალითს და ცდილობდნენ კანონის მიმართ ნდობის გაძლიერებას. კანონის ბაზისური მოთხოვნების უგულებელყოფით, მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევით და შემდეგ ამაზე არაეფექტიანი რეაგირებით კი პირიქით, ძლიერდება უნდობლობა თავად პოლიციის მიმართ. ამას კი, თავის მხრივ, უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სამართალდამცავების მიერ დაკისრებული უფლება-მოვალეობების ეფექტიანად შესრულებაზე.

გაზრდილი საპოლიციო თვითნებობის და სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების უფლებების უსაფუძვლოდ დარღვევების ფონზე, მნიშვნელოვანია:

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა თუ არასათანადო მოპყრობის თითოეული შემთხვევა. ამავდროულად, უწყებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებზე იმ დოზით, რაც არ დააზიანებდა გამოძიების ინტერესებს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრიორიტეტულად დაისახოს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრობლემასთან ბრძოლა. ამ კუთხით:
  • უწყებამ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე გამოძიებებისთვის საჭირო ყველა რელევანტური ინფორმაციის (სამხრე ვიდეო ჩანაწერების, პოლიციის განყოფილებების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რელევანტური შიდა-უწყებრივი დოკუმენტაცია) დროული მიწოდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის.
  • შიდაუწყებრივ დონეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით სისტემური ნაბიჯები, მათ შორის თანამშრომელთა სწავლებისა და შიდაუწყებრივი მაკონტროლებელი სამსახურების გაძლიერების კუთხით.
თეგები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved