პოლიციის მანქანის მოპარვის მცდელობის გამო ბუდაპეშტში ქართველი კაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციის მანქანიდან გადმოსულმა ოფიცერმა ავტომობილის ჩაკეტვა ვერ მოახერხა, შემდეგ კი შენიშნა კაცი, რომელიც ხის უკან იმალებოდა.
როგორც მედია წერს, 38 წლის კაცმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ხელბორკილები მალევე დაადეს. გამოძების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში სიგნალის ჩამხშობი და დიდი ოდენობით ნაღდი ფული იპოვეს.
კომენტარები