პოლიციელს, რომლის ტყვიამაც 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრალდებული დეტექტივი, ერიკ წურწუმია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში – გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში – დამნაშავედ ცნო.
შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, 18 აპრილს მოხდა.
კომენტარები