• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციელის საეჭვო სიკვდილი – ვინ არის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც ოჯახი ხელს ადებს

ალია ავტორი - ალია
14:08 11-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
749

ფოტო – ტვ პირველი

პოლიციელის საეჭვო გარდაცვალება – ოჯახი ხელს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკს ადებს.  გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ირწმუნება, რომ სწორედ ზვიად პაპუაშვილი ფიგურირებს მუქარის შემცველ შეტყობინებებში, რომელიც სულაშვილს გარდაცვალებამდე მისდიოდა.

ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურისგან მადლობის სიგელიც აქვს მიღებული, კომენტარს არ აკეთებს.

სულაშვილის და ტვ პირველთან ამბობს:

ტრაგედიაა ერთი ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვა, მეორეა ასე უყურადღებოდ დატოვება. არსად არ გახმაურებულა, არაფერი არ უკითხავთ. გამოძიებაც როგორ დაიწყო, უკვე ერთი კვირა იყო გარდაცვალებიდან გასული და ტელეფონიც კი არ ჰქონდათ ექსპერტიზაზე გადაგზავნილი, არც იარაღი. არც ის არ ჰყავთ დაკითხული, ვინც ბოლოს ჩემ ძმასთან ერთად იყო, არც კამერები არ აქვთ ამოღებული, რომ ენახათ სად იყო, ჩემი ძმა.

მთავარი ფაქტი არის ტელეფონში, მინაწერებშიც ჩანს, ჩემი ძმა ამბობს, რომ ცოტა დრო მაქვს დარჩენილიო. ვერ მოვხსენით, ბლოკი ედო ტელეფონსო. მეც არ გამოვუკითხივარ არავის. არავინ არ მოსულა, ერთხელ იყო მამაჩემი, იმ დღეს, შემდეგ მამაჩემმა, რომ დარეკა გასაგებად, რა ხდებოდა, უთხრეს, რომ დაბარებას ვაპირებდით თქვენსასო და იყო წასული. რაღაცას იგონებენ, ისეთ რაღაცებს, რომ ბავშვიც არ დაიჯერებს. ალბათ, იმიტომ, რომ დამალონ, რაც მოხდა”, – ამბობს სულაშვილის და.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 წლის პოლიციელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან სულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქლის არეში აქვს მიყენებული. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა. შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა.

ლევან სულაშვილის გარდაცვალების საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. მომხდარის შესახებ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved