საქართველოს პროკურატურამ ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა. – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს:
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 1200 ლარად ღირებულ ოქროს ნივთს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული 22 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.”
გავრცრლებული ინფორმაციით, დაცვის პოლიციელს, ოქროს ორი ნაკეთობა, რომელიც მგზავრს დარჩა, დაკარგული ნივთების ოთახში ჩასაბარებლად გაატანეს, თუმცა პოლიციელმა პაკეტი გახსნა 1 ნივთი ამოიღო და მეორე შესაბამის ოთახში ჩააბარა.
კომენტარები