სტამბოლის პრესტიჟულ სასტუმროში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თურქეთის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, გურამ ჩიხლაძე დააკავა.
lenta.ru-ს ინფორმაციით, „კვეჟოვიჩის” სასტუმრო ოთახიდან პოლიციამ სამი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღო.
ცნობითვის, გასულ ზაფხულს ჩიხლაძე თურქეთიდან გააძევეს, მაგრამ მან ქვეყანაში დაბრუნება უკრაინული პასპორტით მოახერხა.
2020 წლის დასაწყისში თურქეთის პოლიციამ იგი აზერბაიჯანის მთავარი ქურდის, ნადირ სალიფოვის (ლოტუ გული) მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავა.
წყარო – რეზონანსი
კომენტარები