• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 14 პირი

ალია ავტორი - ალია
11:08 02-01-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 14 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი – 1981 წელს დაბადებული ბ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1992 წელს დაბადებული გ.ი. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ნ.ვ.-ის სახლიდან კი ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და 20 ვაზნა. რაც შეეხება გ.ი.-ს, სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ჯ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული გ.კ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა. ამავე ბრალდებით, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ნ.ჭ. დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ცალი ვაზნა ამოიღო.

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ლენტეხის რაიონული სამმართველოს, ონის რაიონული სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1957 წელს დაბადებული ა.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 1979 წელს დაბადებული ი.ჩ.-ის საცხოვრებელი სახლიდან კი ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ასევე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა ამოიღეს.

რაც შეეხება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მიერ დაკავებულ, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევ, 1950 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს, პოლიციამ განახორციელა იარაღის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითაც დადასტურდა დაკავებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო რეალიზაციის ფაქტი. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ გაყიდული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 115 ვაზნა, იარაღის რეალიზაციის შედეგად აღებული თანხა, ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი და “გეკოს” ტიპის შაშხანა.

ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1968 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 67 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ხ. და 1984 წელს დაბადებული გ.პ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა შ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 106 საბრძოლო ვაზნა.

ხოლო გ.პ-ს საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია პისტოლეტი, ორი ვაზნა , “გეკოს” ტიპის შაშხანა, ასევე სანადირო თოფი.

ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ო.ფ.

სამართალდამცველებმა ბათუმში ო.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved