პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს პირს, რომელმაც სუს-ის მაღალჩინოსანს მარნეულში”ფლეშკა” მოპარა. ადამიანი, რომელმაც სუს-ის მაღალჩინოსანს მეხსიერების ბარათები მოპარა, იდენტიფიცირებულია. “პირველების” ინფორმაციით, შსს-მ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღო. საშაურმის სათვალთვალო კამერაში კარგად ჩანს პირი, რომელიც მარნეულში გადაადგილდება.მარნეულში მომხდარი საუკუნის ქურდობის ფაქტი შსს-მ “ტვ პირველს” დაუდასტურა, თუმცა ვინაობა საჯაროდ არ გაამხილა.
სუს-ის ქვემო ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ჯონი მინაძეს მეხსიერების ბარათები საკუთარი სახლიდან მოპარეს. ასევე წაღებულია ტაბელური იარაღი, ოქროულობა, ფული. შემთხვევა მარნეულში მოხდა.
კომენტარები