• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, მას გახარიას მსგავსი ადამიანები აბინძურებენ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
19:21 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

გიორგი გახარიამ ამ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით ბევრი ადამიანის თვალში საბოლოოდ დაკარგა სახელმწიფო ინტერესებზე მზრუნველი პოლიტიკოსის ის იმიჯი – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

„გახარია-სააკაშვილის ალიანსის შესახებ (პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა?!) პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, მას გახარიას მსგავსი ადამიანები აბინძურებენ! საერთო პოლიტიკური უპრინციპობის ფონზე თითქოს აღარ უნდა გაგვკვირვებოდა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის ნაცმოძრაობასთან პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბება, მაგრამ როდესაც ვიხსენებთ, როგორი დაჟინებით იბრძოდა პრემიერი გახარია „დამნაშავე პარტიის” წინააღმდეგ, როგორ ჰპირდებოდა მათ, პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ოპოზიციაში მისი გადაბარგებით ჩვენ დავინახეთ საპირისპირო – გახარიას მცდელობა არა ნაციონალების დასრულებისა, არამედ მათი გაძლიერების. მაგალითად, როცა მან ნარკოლოგიური შემოწმების თავის არიდების მიზნით გააკეთა განცხადება, რომ თურმე არ ენდობა საქართველოს ექსპერტიზის ბიუროს, ამით დარტყმა მიაყენა სახელმწიფოს და ხელი შეუწყო ნაცების მუქარას სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის შესახებ. როცა გახარია არჩევნების შემდეგ გარიგდა ნაცებთან ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე, მან ჩაიდინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ვინაიდან, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის ყველას არწმუნებდა, რომ ნაცები იყვნენ ქუჩის კრიმინალები, და რომ ის მათ „დაასრულებდა”. გაოცებით აღვნიშნავთ უპრინციპობისა და ფარისევლობის უსაზღვრობას – თუ ბ-ნი გახარია ნამდვილად დამნაშავე და ქვეყნისათვის ზიანის მომტან პარტიად მიიჩნევდა ნაცმოძრაობას, გამოდის, რომ ასეთ ძალასთან შეამხანაგდებით საკუთარი პარტიაც დამნაშავე და ქვეყნისათვის ზიანის მომტანად აქცია. ხოლო თუ პრემიერობის დროს ცრუობდა, მაშინ გამოდის, რომ მისი სიტყვიერი მუქარები ნაცების მიმართ მხოლოდ ფარისევლობა, თაღლითობა ან ნიღაბი იყო რეალური სახის დასამალად. ასეა თუ ისე, გიორგი გახარიამ ამ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით ბევრი ადამიანის თვალში საბოლოოდ დაკარგა სახელმწიფო ინტერესებზე მზრუნველი პოლიტიკოსის ის იმიჯი, რომელიც მან მოიპოვა პრემიერობის პერიოდში და რომელიც არ ეთმობოდა საზოგადოების მცირე, მაგრამ მაინც გარკვეულ ნაწილს. მან ამ ნაბიჯის გადადგმით ის ხალხიც მოატყუა, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ მისი პარტია მესამე ძალის ჩამოყალიბების საფუძველი გახდებოდა, რის დეფიციტსაც ასე მწვავედ განიცდის ქართული პოლიტიკა” – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved