• რეკლამა
  • კონტაქტი
01:07, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

POLITICO – ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგობასთან გამკლავების 5 გზას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებში კვლავ ვიქტორ ორბანი გაიმარჯვებს

ალია ავტორი - ალია
11:46 03-30-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ევროკავშირი განიხილავს საგანგებო გეგმებს იმ შემთხვევაში, თუ მისი დიდი ხნის ოპონენტი, ვიქტორ ორბანი, კიდევ ერთი ვადით გაიმარჯვებს, – ამის შესახებ აღნიშნული სტატიაში, რომელსაც POLITICO აქვეყნებს.

გამოცემა ბლოკის ათ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნები რამდენიმე იდეას განიხილავენ, რათა თავიდან აიცილონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის და ზოგიერთ შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა პრობლემური ლიდერის მიერ ბლოკის ფუნქციონირების ჩაშლა. ამ გზებს შორისაა ხმის მიცემის წესის შეცვლა, დაფინანსების გაზრდა და გარიცხვაც კი.

ერთ-ერთი ვარიანტია კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის (QMV) გამოყენების გაფართოება – რომელიც ჩვეულებრივ მოითხოვს წევრი სახელმწიფოების 55 პროცენტის მხარდაჭერას – მგრძნობიარე სფეროებში, რომლებიც ამჟამად ყველას ჩართულობას საჭიროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ელემენტები, მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF).

მეორე ვარიანტია მოქნილი ფორმატების უფრო ფართო გამოყენება — მსურველთა არაფორმალური კოალიციებიდან დაწყებული ქვეყნების მცირე ჯგუფებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობით დამთავრებული.

კიდევ ერთი ვარიანტია აღსრულების უფრო აგრესიული ზომები, როგორიცაა ევროკავშირის ნაღდი ფულის დაკავება. POLITICO წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ორბანის მიერ უკრაინისთვის სესხის გაცემის ბლოკირება არღვევს ევროკავშირის ხელშეკრულებების 4(3) მუხლს, რომლის მიხედვითაც წევრ ქვეყნებს აქვთ „გულწრფელი თანამშრომლობის“ უზრუნველყოფის ვალდებულება. ევროკომისიის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შესაძლებელია 4(3) მუხლის გამოყენება. კერძოდ, ნებისმიერმა დარღვევამ, შეიძლება გამოიწვიოს დარღვევის პროცედურა, რომელიც, თუ ევროკავშირის სასამართლო გადაწყვეტილებას კომისიის სასარგებლოდ გამოიტანს, ფინანსურ ჯარიმებს გამოიწვევს.

მეოთხე ვარიანტია ხმის მიცემის უფლების შეჩერება. 2018 წელს ევროპარლამენტმა აამოქმედა ევროკავშირის ხელშეკრულებების მე-7 მუხლი, რომელიც წევრი სახელმწიფოს ხმის მიცემის უფლების შეჩერების საშუალებას იძლევა, თუ ის ბლოკის ღირებულებებს დაარღვევს.

მეხუთე ვარიანტია ევროკავშირიდან გარიცხვა. POLITICO წერს, რომ ეს არის ყველაზე დრამატული და არარეალური ვარიანტი, რადგან ევროკავშირიდან არასდროს არცერთი ქვეყანა არ გარიცხულა და ეს თემა ტაბუ დადებულად რჩება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved