პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა – ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თანახმად, ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ, სურვილის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა თქვა:
„შეიცვალა რეგისტრაციის ვადები, კერძოდ, მიმდინარე რეგისტრაცია, რომელიც ძირითადად გულისხმობს დედმამიშვილების დარეგისტრირებას, 15 მაისის ნაცვლად 19 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 22 და 23 მაისს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას, 17 მაისის ნაცვლად საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს და გასტანს 23 ივნისის ჩათვლით”
კომენტარები