• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველი სექტემბრიდან კრწანისის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ალია ავტორი - ალია
12:02 08-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით,  პირველი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით, ეტაპობრივად შეიზღუდება.

პირველ ეტაპზე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. კრწანისის ქუჩაზე ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკამდე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცალმხრივად – ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმართულებით.

რაც შეეხება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას, სატრანსპორტო საშუალებები წინანაურის, ორთაჭალის,  მელქაძისა და  კალანდაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ, ხოლო კალანდაძის ქუჩიდან გადაადგილებას ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე შეძლებენ, როგორც კრწანისის, ასევე, გულუას მოედნის მიმართულებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, N331 ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება. კერძოდ, კრწანისის ქუჩის და კრწანისის II შესახვევის მოსახლეობას N331 მოემსახურება წრიული მარშრუტით: ავტობუსი ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებს კრწანისის ქუჩაზე, ამავე ქუჩის N63-თან მოხვევით, სვლას კრწანისის II შესახვევის მიმართულებით განაგრძობს, რის შემდეგაც, გრიგოლ ვოლსკის ქუჩის კვეთიდან ორთაჭალის ქუჩით, ვახტანგ გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება.

N331 ავტობუსი გულიას მოედანზე დატრიალდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved