• რეკლამა
  • კონტაქტი
04:28, კვირა, 15 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

ალია ავტორი - ალია
20:41 05-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,814

2025 წლის პირველი ივნისიდან მსუბუქი მანქანა კიდევ მეტად დაფასდება, რადგან ე.წ. მიკროავტობუსებით 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაყვანის უფლება აღარ ექნებათ მძღოლებს. სიმართლე რომ ვთქვათ, „მიკროავტობუსები“ საკმაოდ მოუხერხებელი ტრანსპორტი იყო დიდ გზაზე წასასვლელად, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ბევრ ქალაქში არც მატარებელი დადის და არც ავტობუსი, საკმაოდ დიდი ოდენობით გვხვდებოდა. მე გურიიდან ვარ, ჩოხატაურიდან. ჩემს რაიონში არც ავტობუსი დადის თბილისიდან და არც მატარებელი. ყველა სოფლიდან თითო „მარშუტკა“ მაინც დადიოდა თბილისამდე და უკან. ახლა ამ ადამიანებს, ცხადია, ალტერნატიული ტრანსპორტი სჭირდებათ. 

ტაქსი – ძვირია, თან საკმაოდ. ბოლოს როდის და რამდენჯერ იყავი დიდ გზაზე ტაქსით? მანქანაში მისი მუსიკებია ჩართული. წესი, – ვინც იხდის, ის უკრავს მუსიკას –  ტაქსიში არ ჭრის. ბოლოს თბილისიდან ბათუმში წავედი ტაქსით. კი, რამდენჯერმე გაგვიჩერა, მაქსიმალურად ცდილობდა ისეთ ადგილებში გაეჩერებია სადაც მხოლოდ ყავა და საპირფარეშო იყო. ეს არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა ერთი დეტალი, სადაც მხოლოდ ყავა და საპირფარშოა, იქ არც ყავა ვარგა, არც საპირფარეშოს სისუფთავე, რადგან უმეტესად მიყრუებულია, რაკი მიყრუებული ადგილია, შესაბამისად, მოუვლელია. ერთგან კინაღამ ცხოველებმა დაგვჭამეს, მეორეგან ყავა ისეთი ფასი ღირდა, მივხვდით, რომ პირველი და უკანასკნელი კლიენტები ვიყავით და ხმა არ გაგვიღია. არადა, კი, ბატონო, გვიჩერებდა. გვინდოდა მანქანის გარეთ დაგველია ყავა, მაგრამ სადაც ყავა ვიყიდეთ იქ არც დასაჯდომი იყო, არც დასადგომი და მანქანის კაპოტზე თუ სამი გოგო ყავას სვამდა საწყლად, ჩვენ ვიყავით.

ყველაზე მეტად არ მიყვარს როცა ჩავდივარ დიდ მანძილზე ტაქსით, „მარშუტკით“ თუ ავტობუსით და ჯერ ბარგი უნდა გადმოიტანო ქუჩაში, მერე ისევ ტაქსი გამოიძახო, რომ მისამართამდე მიგიყვანოს, ახლა ამ ტაქსიში ჩაალაგო ბარგი და ისევ გადმოზიდო საბოლოო ადგილზე მისულმა. ეგ პროცესი ყველაზე მეტად დამღლელი მგონია. 

კიდევ ერთი დისკომფორტია, – საუბარი, შეიძლება არ გინდოდეს, მაგრამ როცა მძღოლი ასე იწყებს: – თუ არ ვილაპარაკე, დამეძინება… – ეს უკვე შანტაჟია და როცა უცხო მძღოლის მანქანაში ზიხარ, როცა ფული უკვე გადახდილი გაქვს და თანხის ნახევრით საწვავი ჩაასხა, უმეტესად შანტაჟს ემორჩილები. იძულებული ხარ თან ესაუბრო და თან ლამის წამწამზე უყურო, ხომ არ ეხუჭება თვალი. ეტყვი რამეს და სწყინს, მართლა კი არ მეძინებაო, რომ გაუწყრე გეშინია, საჭესთან ის ზის, ვინ იცის, როგორი ნერვიულობა იცის.

ტაქსის შემთხვევაში ფასიც უცნაურია – აპლიკაცია სხვა ფასს გიწერს, ვაგზალზე მდგომი სხვა ფასს გეუბნება, სოც ქსელში, ჯგუფში დაწერ და გლანძღავენ. ამას წინათ ერთმა დაწერა, რომ თბილისიდან მიდის ბათუმში.

პირველივე კომენტარი იყო, მაგას იაფად უნდა წასვლაო, იაფად რა, ბარემ მუქთადაც ხომ არ წავიყვანოთ, დაუწერა მესამემ. მეოთხემ ფასი დაწერა და მეხუთემ, ავტომანქანის ფოტო დადო, ამ მანქანით წაგიყვანო. ფასი, ალბათ, მანქანის სავარძელზე ეწერა, არ ჩანდა, მეექვსემ, პირადში მომწერეო, მეშვიდემ 100 ლარით ნაკლებად წაგიყვანო, მერვემ, მეოცემ და ოცდამეეთემ ამ მეშვიდეს მათხოვარი, ფასის დამგდები, ტაქსის მძღოლების არგამტანი ეძახეს, გაასამართლეს, მიუსაჯეს და ეშაფოტზეც აიყვანდნენ, ალბათ, მოგვიანებით. წავიდა, ხომ, კონკურენციაო? – მეორმოცემ… არადა, ადამიანმა მხოლოდ ის ითხოვა, რომ თბილისიდან უნდა ბათუმში წასვლა. 

ისე ჩანს, თითქოს მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინე რომ ტაქსით მიდიხარ, თითქოს ვიღაც ფულის ტომარა ხარ და აი, რა იკადრე, ტაქსიც მოგინდა, არადა, ტაქსს ისინი ვიყენებთ, ვისაც მანქანა არ გვყავს, ვისაც პირადი მძღოლი არ გვყავს. ზოგჯერ ბოლო ფულსაც კი ვიხდით, რათა კომფორტულად, კარგად ვიმოგზაუროთ და ის რამდენიმედღიანი დასვენება საუკეთესო მოგონებად გაგვყვეს მთელი წელი. 

ზოგან ხომ მაინც მიდის მატარებელი? – მკითხავ, ალბათ, ხომ?  – ზოგან კი, მართალია, ზოგჯერ იქაც ვერ მიდის, სადაც მიდის, მხოლოდ ბოლო 3 თვეში ორჯერ გაუჩნდა ცეცხლი და რამდენჯერმე უბრალოდ გაჩერდა და რაღაც პერიოდის შემდეგ დაიძრა საუკეთესო ვარიანტში. ჩაგიყვანს და ზოგი ბაქანი ისეთ უკაცრიელ ადგილასაა, ტაქსს კი არა, ცხენს ვერ იპოვი, რომ მოახტე და გაქუსლო. ზოგან ინტერნეტიც არ იჭერს და თუ იჭერს, აპლიკაცია ტაქსს ვერ გიგზავნის. 

დარჩა თვითმფრინავი. კარგი, ხო, ვერტმფრენი, იცოდი, რომ საქართველოში ავიატაქსიც არსებობს? ფასი 1 საათიანი ფრენა 1800 ან 2300 დოლარი, გააჩნია რომელ მოდელს აირჩევ.

მოკლედ, მისი უდიდებულესობა მანქანა ქირით ძალიან, ძალიან დაფასდება ქვეყანაში. 

მანქანის ქირაობა  მარტივი პროცესია, შენ წარმოიდგინე და მატარებლის ბილეთის ყიდვაზე მარტივიც კი. ბოლოს როდის იყიდე მატარებლის ბილეთი? ახლა მხოლოდ ონლაინ უნდა იყიდო, თუ გინდა ადგილი შეარჩიო, ანუ ფანჯარასთან გინდა, თუ არა – 3 ლარი უნდა დაამატო, თუ გინდა გასასვლელთან ახლოს არ იჯდე – 3 ლარი უნდა დაამატო, მოკლედ, ყველა ნაბიჯი დრო და 3 ლარია. 

გადავწყვიტე მანქანა წინასწარ ვიქირავო ან დავჯავშნო, დავგუგლე – მანქანების გაქირავება დღიურად, ყველაზე მეტი განცხადება რომელ საიტზეც დამხვდა, იქ ჩამოვჯექი, გავეცანი პირობებს, მათ კომენტარებს, ვინც უკვე გამოიყენა მომსახურება და რაც მეტ განცხადებას ვნახულობდი, მით მეტად მიპყრობდა სევდა, სად ვიყავი აქამდე? ტექნიკურად გამართული მანქანა შორს გზაზე წასასვლელად, მთისთვის გინდა, თუ ქალაქისთვის, სამუშაოდ, თუ სამოგზაუროდ – ყველანაირია, ნებისმირი მიზნისთვის იპოვნი. დაზღვევა არ დაგჭირვებოდეს, თორემ, ცხადია, დაზღვეულია. 

მთავარია მართვის მოწმობა გქონდეს და მთვრალი არ მიხვიდე მანქანის წამოსაყვანად. სადაც გინდა იქ გააჩერე, რა მუსიკასაც გინდა იმას მოუსმინე, მეგობრები დაიმგზავრე და საწვავის თანხა გაიყავით, პიკნიკზე წადი, სამოგზაუროდ, ზღვაზე გასარუჯად, ან იქირავე და იმუშავე. 

თეთრი გინდა, მწვანე, ლურჯი, შავი, თუ ნაცრისფერი? – ფერის მიხედვითაც შეგიძლია აარჩიო.

ახლა, ალბათ, გგონია, თუ მანქანა გყავს, ეს შენ არ გეხება? – სულ ტყუილად. დავუშვათ, გყავს სედანი და მიდიხარ მთაში, სადაც წინასწარ იცი, რომ ცუდი გზაა, ან ვარაუდობ, რომ ცუდი გზა იქნება. რომელი სჯობს, შენი სედანით წახვიდე, გზაზე დარჩე, დასვენებაც ჩაგეშალოს, ევაკუატორიც დაგჭირდეს, მანქანა შესაკეთებელი გაგიხდეს, თანხა ათჯერ მეტი დაგეხარჯოს, თუ მაღალი მანქანა იქირაო თავიდანვე?

დავუშვათ, გყავს სედანი, ცხოვრობ ქალაქში და სოფელში უნდა ააკითხო 2 დღით ბებიას და ბაბუას, ან მამას და დედას. ტვირთიც გაქვს წასაღები, პროდუქტებიც – რას აკეთებ ამ დროს? ოთუსბირად ქირაობ იქსელ ტაქსს, თუ მანქანას იქირავებ და ისე წახვალ?

ან, ივენთზე მიდიხარ, კლასიკური სტილის ივენთზე და გყავს ჯიპი, რომელიც ძალიან შეუფერებელია შენი ჩაცმულობისთვის, თუ დღესასწაულის სტილისთვის. კი, მანქანა ფეხსაცმელივითაა, მორგება სჭირდება. დიახ, მანქანა სავიზიტო ბარათივითაა. მანქანზე ერთი თვალის შევლებითაც შესაძლებელია შენზე აზრი შეექმნათ, არადა, იმ ივენთზე, იქნებ, საინტერესო საქმიანი წინადადება გელის?

კითხვა, რატომ უნდა იქირაო მანქანა – არა აქტუალურია, იმდენი ვარიანტის ჩამოთვლა შეიძლება. თუმცა, სავარაუდოდ მკითხავ – სად ვიქირაო? 

კომფორტი იწყება ფიქრიდან – გაიფიქრე, რომ გინდა მანქანის ქირაობა? – უკვე კომფორტში ხარ, რადგან საქირავებელი მანქანის პოვნაც სასიამოვნო, მარტივი პროცესია, რადგან უკვე არსებობს კატალოგი, გამზადებულია და ერთ გვერდზე დევს. მხოლოდ არჩევა გჭირდება. არ გადიხარ სახლიდან, თუ ოფისიდან, ისე არჩევ, არ დგები საცობში, არ გაივლი კილომეტრებს. 

ხელშეკრულების სტანდარტული ფორმებია და სწრაფად და მარტივად ივსება. 

რა ღირს? – იყო დრო, ცოტა არ იყოს, იაფი არ ერქვა მანქანის დაქირავების სერვისს, დღეს, არჩევანის სიხშირიდან, კონკურენციიდან გამომდინარე, საკმაოდ იაფია. საწვავის თანხას კიდევ, მანქანას რომ აარჩევ, მერე დაითვლი. სქროლი რომ სქროლია, 24 საათით რომ იქირაო, იმ ფასად, მგონი, 5 ან მეტ მანქანას იქირავებ. 

მერე მთელი გზა გრძელდება ეს ფიქრიდან დაწყებული კომფორტი, გინდა ილაპარაკებ, გინდა – ნუ, გინდა მოუსმენ მუსიკას, გინდ – ნუ, გინდ ყავას დალევ, გინ – შეჭამ, გინდ გააჩერებ და ფოტოებს გადაიღებ, ან გზად გადაუხვევ და კარტოფილს თუ ხორცს შეწვავ სახელდახელოდ დანთებულ კოცონზე. არც გადაჯდომა გიწევს, არც ბარგის გადატანა დანიშნულების ბოლო წერტილამდე.  

მე უკვე ვიქირავე სერვისებზე, რომელი მანქანა იქირავეო, თუ მკითხავ, გეტყვი, რომ თეთრი…

(R)

თეგები: მანქანა დღიურადმანქანის გაქირავებამანქანის ქირაობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი
ახალი ამბები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი

18:48 06-13-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

12:21 06-13-2025
ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი – თიბისი
ახალი ამბები

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი – თიბისი

15:16 06-12-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved