მომღერალი, მამუკა ონაშვილი დღეს 56 წლის გახდებოდა.
მომღერალს დაბადების დღეს დისშვილი, თეონა უსტიაშვილი სოციალურ ქსელში ულოცავს და ძველ კადრებს გვიზიარებს.
„დაბადების დღეს გილოცავ, იქ სადაც ხარ… დაუჯერებელია, პირველი დაბადების დღე უშენოდ”, – წერს თეონა უსტიაშვილი.
ცნობისთვის, მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში, ავარიის შედეგად დაიღუპა. იგი მახათას მთაზე დაკრძალეს.
კომენტარები