• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, სამშაბათი, 25 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირველი არიის დაწყებამდე, ჩვეულზე უფრო დიდი პაუზა გააკეთა, წელში ოდნავ მოხრილი იყო… თურმე ძლივს იდგა სცენაზე… ” – გია ბაღაშვილის მოგონება თემურ წიკლაურზე

ალია ავტორი - ალია
15:07 08-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
343

გია ბა­ღაშ­ვი­ლი მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის შე­სა­ხებ ერთ-ერთ მო­გო­ნე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს. მუ­სი­კო­სი იხ­სე­ნებს 2018 წელს, “ბლექ სი არე­ნა­ზე”, “ჩხიკვთა ქორ­წი­ლის” რე­პე­ტი­ცი­ებს და ახ­ლად ინ­სულტგა­და­ტა­ნილ დიდ მომ­ღე­რალს, რო­მელ­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე უნაკ­ლოდ წარ­სდგო­მა შეძ­ლო.

“ეს ფო­ტე­ბი ზუს­ტად 4 წლის წინ, 2018 წლის 27 აგ­ვის­ტო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. დიდი მზა­დე­ბა გვქონ­და. მე­ო­რე დღეს, “ბლექ სი არე­ნა­ზე”, “ჩხიკვთა ქორ­წი­ლის” სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლი 10 000 მა­ყუ­რებ­ლით­ვის უნდა გვე­მას­პინ­ძლა. ჩვე­ნი არ­წი­ვი მა­შინ ჩვენ გვერ­დით იყო. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, რო­გორც წესი, პირ­ვე­ლი მო­დი­ო­და. პირ­ველ მუ­სი­კა­ლურ სცე­ნას ჩვენ ორნი გავ­დი­ო­დით. ხმა­საც ყო­ველ­თვის ერ­თად ვას­წო­რებ­დით. ყვე­ლა­ზე მომ­თხოვ­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ იყო. ამ დროს, ერთი თვით ადრე ინ­სულ­ტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი. არა­ვის გვე­გო­ნა, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას თუ მო­ა­ხერ­ხებ­და. თა­ვად გა­და­წყვი­ტა, “ბლექ სი”-ს სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვის მზად ვიქ­ნე­ბიო! თქვა და შე­ას­რუ­ლა! რო­გორც ყო­ველ­თვის! მე­ო­რე დღეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლო­და ყვე­ლას ერ­თად. ეს გა­მარ­ჯვე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა გან­სა­ზღვრა. მის პირ­ველ გა­მო­ჩე­ნას მა­ყუ­რებ­ლის დიდი ოვა­ცია მოჰ­ყვა და ეს მუხ­ტი სპექ­ტაკ­ლის ბო­ლომ­დე არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ერთი რამ კი მეჩ­ვე­ნა ცოტა უც­ნა­უ­რად – არ­წი­ვის პირ­ვე­ლი არი­ის და­წყე­ბამ­დე, თე­მურ­მა ჩვე­ულ­ზე უფრო დიდი პა­უ­ზა გა­ა­კე­თა… წელ­ში ოდ­ნავ მოხ­რი­ლი იყო… შემ­დეგ, მხრებ­ში ერ­თი­ა­ნად გა­ი­შა­ლა და თა­ვი­სი ჯა­დოს­ნუ­რი, ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლი­სა და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლი ტემ­ბრის მქო­ნე ხმით დას­ჭე­ქა: “ვი­საც მაღ­ლა ფრე­ნა უყ­ვარს, არ ერ­გე­ბა შეს­ვე­ნე­ბა…” სა­ოც­რად ორი­გი­ნა­ლუ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვი ფრა­ზი­რე­ბა გა­მო­უ­ვი­და… არა და თურ­მე ძლივს იდგა სცე­ნა­ზე. ეს არა­ვინ ვი­ცო­დით. მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბან­კეტ­ზე გაგ­ვან­დო – სა­ნამ პირ­ველ ფრა­ზას და­ვი­წყებ­დი, ფე­ხებს სა­ერ­თოდ ვერ ვგრძნობ­დი და მე­გო­ნა წელ­ში გა­მარ­თვას ვე­რაფ­რით შევ­ძლებ­დიო… ეს არ უგ­რძვნია მა­ყუ­რე­ბელს, არ გვიგ­რძვნია სცე­ნა­ზე მდგომ 37 არ­ტისტს. ყვე­ლა ერ­თად ვგრძნობ­დით და ვხე­დავ­დით მხო­ლოდ ერთ რა­მეს – დიდ შე­მოქ­მედ­სა და დიდ პი­როვ­ნე­ბას! ასე­თი მომ­ღე­რა­ლი სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ იბა­დე­ბა, ასე­თი ვაჟ­კა­ცი – კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად!” – იხ­სე­ნებს გია ბა­ღაშ­ვი­ლი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

14:12 11-24-2025
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
ახალი ამბები

Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო

13:54 11-24-2025
რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved