• რეკლამა
  • კონტაქტი
19:04, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირველი ადამიანი ვარ, ვინც გალაკტიონის ლექსის უხეიროდ წაკითხვისთვის დააჯარიმეს” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
02:01 07-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,037

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი – ხალხს იტაცებენ, პატიმრებს ციხეებში სცემენ, კომენტარად დაწერილი “ფჩოსთვის” შეიძლება პოლიციამ დაგიჭიროს…

ჩემი ამბავი რა მოსატანია !!!!!
უბრალოდ, მაინც დავწერ, მომავალში რომ არ დამავიწყდეს არცერთი დეტალი და შთამომავლობას მოვუყვე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასჭირდა სამი თვე და სამი სხდომა, თორმეტი გვედი, ევროსასამართლოს პრეცენდენტებისა და რომაული სამართლის კორპუსის მოშველიება, რათა ჩემთვის

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

ამგვარი განაჩენი გამოეტანა:

” 2024 წლის 28 დეკემბერს, ქ. თბილისში, კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ლევან ლორთქიფანიძემ, როგორც აქციის მონაწილემ, სხვა მოქალაქეებთან ერთად განახორციელა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, რამეთუ ამას არ მოითხოვდა აქციაზე შეკრებილ პირთა რაოდენობა.”

ეს რა ქართულია?!!!!!!!!!

საქართველოს სახელით გადაწყვეტილებებს იღებენ და წერა არ იციან!!!!! გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ საქმე წერა-კითხვის პრობლემასთან გვაქვს.

ოროსანმა მერვეკლასელმა რომ დაწეროს საკონტროლოს რვეულში “განახორციელა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა”, ერთიანს აარტყამენ! ან “რამეთუ” სად არის ჩაკვეხებული? რა შუაშია? სიტყვის შინაარსი არ იციან?!!!

ცალკე ეპოპეაა დადგენილების ჩაბარების ამბავი!

ჯერ ვერ მომაგნეს, მერე ჩემს სამართლებრივ მფარველს ვთხოვე გაერკვია ამბავი. მოვიდეს და აქ გადავცემთო… მივეხეთქე, წყნეთის სამოთხიდან აღმაშენებლის ხეივნის გველებიან უდაბნოში, ერთი საათი მაცდევინეს, მერე მითხრეს კომპიუტერი არ მუშაობს და ხვალ მოდიო. მეორე დღეს კიდევ ერთხელ მივიხეთქე, ძლივს ჩავიგდე ხელში “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის” მოდერნული ვარიანტი და სასამართლოს კლერკი (სხვათაშორის ყველა ძალიან ყურადღებიანი და კეთილი იყო ჩემ მიმართ, ერთმა ჩუმად მითხრა თქვენი ლექციები მაქვს მოსმენილიო) მეუბნება, ჯარიმას რომ გადაიხდით, ქვითარი სველი ბეჭდით უნდა მოიტანოთ სასამართლოშიო, ყბა მომენგრა!

დღეს გადავიხადე თანხა (დიდი მადლობა ჩემს და დედაჩემის მეგობრებს), საკუთარ სტუდენტს გადავეყარე ბანკში და მან დამაკვალიანა ბეჭედზე… ჰოდა, ქვითრის ჩასაბარებლად მესამეჯერ მივასკდი დიღმის ტრასას! მგონია, რომ წერტილს დავუსვამ ამ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ საქმეს (რომელსაც ბოღმად და ბალღამად ვინახავ)… თურმე, ჯერ ყველაფერი წინ მქონია.

ქვითრის ჩამბარებელი რვა ფანჯრიდან ერთი მუშაობდა, მერე მეორეც აამუშავეს, რიგში 55-ე გახლდით, ორი საათი ველოდე ორწუთიან პროცედურას, ვუსმინე ყალთაბანდ ადვოკატებს, რომლებიც თავიანთ კოლეგებზე უმდაბიოესად ჭორაობდნენ… ვნახე, რამდენიმე თავხედი, რომლებიც ურიგოდ გავიდნენ (ცხადია, თავისი წილი წყევლა-კრულვა დაიმსახურეს), ბოლოს მოხუცი დედაო გამოჩნდა, ამ სიცხეში შაოსან, ჭარმაგ, ღვთისმოსავ ქალს რიგს როგორ დავუკავებდით…

მივაშავქვავე ქვითარი და რამეთუ 302-ს შემოვახტი! გზაში ღმერთს ბოდიშს ვუხდიდი წუწუნისა და ნაღვლიანობისთვის, თან ვემადლიერებოდი, რომ უარესს ჯერჯერობით გადავრჩი. რაც მთავარია, მგონი, პირველი ადამიანი ვარ, ვინც გალაკტიონის ლექსის უხეიროდ წაკითხვისთვის დააჯარიმეს! (იხ. კადრები, სადაც ჩანს, როგორ ვათავისუფლებთ გზას გალაკტიონის დახმარებით https://www.facebook.com/share/r/16kLCxvc1z/ ).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved