• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირველად ვყვები რა გამიკეთა გიორგი რურუამ – შეიძლება მას არც ახსოვდეს”

ალია ავტორი - ალია
05:55 05-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ჟურნალისტი, იმედა გოგავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა გიორგი რურუა და მის შესახებ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ნაწილი საუბრობს მის კრიმინალურ წარსულზე, დანაშაულებზე, მეორე ნაწილი კი მის განათლებას და პატრიოტობას უსვამს ხაზს. პირადად მე მხოლოდ ერთხელ, ფრაგმენტულად მქონდა გადაკვეთა გიორგი რურუასთან და მინდა ეს ეპიზოდი მოგიყვეთ, დასკვნები კი შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ.
მაშ ასე, 1994 წელია, მე უკვე საფრანგეთში ვსწავლობ და არდადაგებზე ვარ ჩამოსული, დასვენების პარალელურად მიწევს სწავლის საფასურის მოძიება.

ერთ დღესაც, ჩემ ახლობელთან სტუმრობისას გავიცანი გიორგი რურუა, რომელსაც მისი მეგობრები “ჟორიკას” ეძახდნენ. როდესაც გიორგი გამაცნეს, უთხრეს რომ ეს ბიჭი საფრანგეთში სწავლობს და გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება აკადემიური აიღოსო. მან დაწვრილებით და დეტალურად გამომკითხა სწავლების ნიუანსები, გადახედა ჩემ საკურსო ნიშნებს და მითხრა (ახლაც, თითქმის 30 წლის შემდეგაც სიტყვა-სიტყვით მახსოვს მისი სიტყვები) – “ამ ქვეყანას განათლებული ახალგაზრდები სჭირდება, თანხა არ იქნება პრობლემა, ოღონდ სიტყვა უნდა მომცე, რომ საუკეთესო სტუდენტი იქნებიო”. მისი ამ სიტყვების მიმართ, თავიდან ცოტა არ იყოს სკეპტიკურად განვეწყვე და მისი წასვლის შემდეგ ჩემ მეგობარს ვუთხარი, ვინაა ეს პატარა ბიჭი (ალბათ ჩემი ხნის იყო) ასე უცნობ ადამიანს რომ შემპირდა თანხის გადახდას და ალბათ ხვალ არც კი გავახსენდები-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე დღეს თავად დამიკავშირდა, წავედით ბანკში და ფული უნივერსიტეტის ანგარიშზე ჩარიცხა.

მას შემდეგ ბევრჯერ მინდოდა მისი ნახვა და მადლობის გადახდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ვერსად გადავიკვეთეთ და შესაბამისად ეს ამბავი მხოლოდ ჩემი უახლოესი ადამიანებისთვის იყო ცნობილი.


არ ვიცი თავად ახსოვს თუ არა, მაგრამ ახლა ასე საჯაროდ, მას, მადლობა მინდა გადავუხადო და ვუთხრა რომ მისი გადახდილი თანხა წყალში არ გადაყრილა, მან სრულიად უცნობ ადამიანს არა მარტო შანსი მომცა, მან ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე მხარში დამიდგა, ამასთანავე, ადამიანის მიმართ რწმენა განმიმტკიცა და სიკეთის უანგაროდ გაკეთების გაკვეთილიც ჩამიტარა…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved