ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს პატრიარქის დაკრძალვასა და სინოდის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
პატრიარქს დაბარებული ჰქონდა, სიონში უნდოდა დაკრძალვა, ასევე, სამეფო და საპატრიარქო გამზადებული ჰქონდა ზემოთაც, სამების ტაძარში. ბევრი ამბობდა, რომ სიმდაბლის გამო, რადგან მდაბალი ადამიანი იყო და მისი ლოცვა იმიტომ მიდიოდა უფალთან, რადგან მდაბლის ლოცვა პირდაპირ მიდის უფალთან. 35 კაცი ვიყავით სინოდზე და განაწილდა ხმები ისე, რომ სიონში დაკრძალავა გადაწყდა, ბოდბეშიც უნდოდა, მაგრამ თბილისიდან მისი გასვლა, ხედავთ, რომ არ შეიძლება.
ჩვენ სიონში კი გადავწყვიტეთ, მაგრამ პირველად სამებაში გადავასვენეთ და ვნახეთ ერმა რა მოიმოქმედა. ერი ღმერთს ადიდებდა და მადლობდა. სახეც როგორ შეეცვალა, ვინც იქ ვიყავით და ვნახულობდით, ძველი აღთქმის მამამთავარივით გაუხდა სახე.
















კომენტარები