„თალიბანმა“ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები დანიშნა
„თალიბანმა“ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები დანიშნა. როგორც Twitter-ზე „თალიბანის“ მთავრობის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, ექიმი მალალაი რაჰიმი ქაბულის სპეციალიზებული სამშობიაროს ხელმძღვანელად, ექიმი არიანი კი ქაბულის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის ხელმძღვანელად დაინიშნა.
სააგენტო EFE-ს ცნობით, „თალიბანისთვის“ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების დანიშვნა უპრეცედენტო ნაბიჯია.














კომენტარები