ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც იქნება დამატებითი არგუმენტი იმისა, რომ ადამიანის წამების კუთხით კიდევ უფრო დამძიმდეს რეპუტაცია ქვეყნისა საერთაშორისო პარტნიორების წარმოდგენაში, მათ რეზოლუციებში. ამას ექნება უმძიმესი გამოხმაურება. ასეთი უფლებების აყრა…
ამ ადამიანებს ჰყავთ სრული კრეტინი ინსტრუქტორი, რომელიც კარნახობს როგორ მოიქცნენ იმისთვის, რომ მიტაცებული ხელისუფლება შენარჩუნონ. ეს ადამიანი, ვინც გკარნახობთ მეგობრებო, მეგობრებო კი არა, პირუტყვებო, ვინც გკარნახობთ იმას რასაც სჩადიხართ, ის არის სრული მავნებელი და იდიოტი.
თქვენ რეგვენებო, საქმე გაქვთ საქართველოს პრეზიდენტთან, თქვენ ანახეთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველდღიურობას და ნერვიულ შეტევას, მძიმე მდგომარეობას ანახებთ საზოგადოებას და საერთოდ არ გაღელვებთ ქვეყნის რეპუტაცია, საზოგადოების რეპუტაცია.
პენიტენციური სამსახური კლინიკიდან სააკაშვილის ვიდეოს აქვეყნებს
კომენტარები