“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე აკეთებს კომენტარს და ამბობს:
“ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, მათთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება…რა თქმა უნდა, გაგრძელდება პარლამენტის შეუფერხებელი საქმიანობა. ქვეყნისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ განვაგრძობთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში მოქმედებას და უზრუნველვყოფთ იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ სასამართლოზე კომისიას ვერ შექმნის და ასევე უზრუნველვყოფთ პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას. ამის პირობას ვდებთ საზოგადოების წინაშე”.
კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
კომენტარები