• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირი, რომელმაც ნიუ ორლეანში 15 ადამიანი მოკლა, ISIS-ის მიერ იყო შთაგონებული

ალია ავტორი - ალია
14:34 01-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, არმიის ვეტერანმა, რომელიც ნიუ ორლეანში ახალი წლის აღსანიშნავად შეკრებილ ხალხში მანქანით შევარდა და 15 ადამიანი მოკლა, თავდასხმამდე სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ იგი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მიერ იყო შთაგონებული.

“FBI-მ ასევე მაცნობა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მან [თავდამსხმელმა] სოციალურ მედიაში ვიდეოები გამოაქვეყნა, [რომელშიც] მიანიშნა, რომ იგი ISIS-ის მიერ იყო შთაგონებული, [და] მკვლელობის ჩადენის სურვილი გამოხატა”. – თქვა ბაიდენმა.

გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, რომ 1-ელი იანვრის თავდასხმას, რომლის ფარგლებშიც მძღოლმა პოლიციის ბლოკადას გვერდი აუარა და ხალხში მანქანით შევარდა, ტერორისტულ აქტად იძიებენ. FBI-ში ასევე განაცხადეს, რომ მათი აზრით, თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა.

გამომძიებლებმა მანქანაში რამდენიმე იარაღი და იმპროვიზებული ფეთქებადი მოწყობილობა იპოვეს. ამასთანავე, მანქანაზე ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა იყო დამაგრებული.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლმა ბარიკადებს გვერდი აუარა და ბურბონ სტრიტზე შევარდა, ადამიანების გადავლის შემდეგ კი მან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაიჭრა, ხოლო თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved