• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: ვის იგდებთ მასხრად?“ – ხათუნა ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
10:58 05-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ტურისტებთან დაკავშირებით პაატა იმნაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ექსპერტი ფიქრობს, რომ ახლა ტურიზმისთვის ხელის შეშლა ეკონომიკას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.

„პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: თქვენ ვის იგდებთ მასხრად?! რას ქვია – ტურისტი კარანტინში შემოვა?! თუ არ ხსნით ტურიზმს, მაშინ გვითხარით, რომ სწორი მოლოდინები გვქონდეს და ისედაც დაქცეული ბიზნესებიდან ათასები არ გადავყაროთ წყალში თქვენს მიერვე დაწესებული უამრავი შეზღუდვის დასაკმაყოფილებლად!

რის იმედად ყელყელაობთ თქვენს მიერ გადარჩენილი პაციენტებით?! ეგ ჩვენი, ათასობით ქართველი მეწარმის გადარჩენილი ხალხია: რომ არა, ჩვენს მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახდები რითი და როგორ გადაარჩენდით იმ ხალხს, ერთი წუთით მაინც გიფიქრიათ?! და ჩვენ გავხდით თქვენი მასხრად ასაგდები?! კარგად ვერ გცოდნიათ, ვისი მასხრად აგდება განიზრახეთ!

ამ უმძიმეს სიტუაციაში ერთი წუთით არ დავწოლილვართ ტვირთად სახელმწიფოს: ჩემი შვილის სწავლისთვის დაზოგილი ფულით გადავუხადე თანამშრომლებს ხელფასები, რომ ის დახმარების ორასი ლარი, უფრო გაჭირვებულს შეხვედროდა.

ახლა აღმოჩნდა, რომ თქვენ შაყირობდით და ტურიზმი რეალურად აი იხსნება: რა პასუხი გავცე ჩემს თანამშრომელს, კორონაზე უფრო მძიმე სენით დაავადებული ოჯახის წვერი რომ ჰყავს და თქვენი წყალობით ახლა უხელფასოდაც და სახელმწიფოს დახმარების გარეშეც რომ დარჩება?! თუ, არა თქვენი პროფილის ათიათასობით პაციენტი “გკიდიათ”, იმიტომ რომ მათი წყალობით სატელევიზიო დიდებას ვერ მოიპოვებთ?! სასწრაფოდ გამობრძანდით და ახსენით რეალურად რას აპირებთ!

ხელისუფლებას კი ვურჩევ დაინტერესდეს: ვის ინტერესებს ემსახურება პაატა იმნაძე თავისი “ფრთიანი ფრაზებით”?! ვინ არის მართალი: პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, რომლებიც ყოველდღე ტურიზმის ხელშემწყობ განცხადებებს აკეთებენ თუ იმნაძე თავისი დამანგრეველი რიტორიკით?! რომელი გვატყუებთ?!“,- წერს ლაგაზიძე.

გუშინ პაატა იმნაძემ თქვა, რომ ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოვლენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved