პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:
„საუბარი როცა ეხებოდა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას, ეს იყო აღქმებში გაყალბებული არჩევნები. პირდაპირ მტკიცდება, რომ ოპოზიციის პრეტენზიები იყო ყალბი. ოპოზიციის ერთადერთი მიზანი იყო, შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა და ამ ტალღაზე არადემოკრატიულად ხელისუფლება მიეთვისებინათ. საჯაროდ გვესმოდა სახალხო მღელვარებისა და რევოლუციების დაანონსება. ეს გეგმაც ჩაუვარდათ და ახლა საჯაროდ, დოკუმენტურად, დამტკიცებულად არის ფაქტები წარმოდგენილი, რომ გაყალბებული არჩევნების ჯაჭვი იყო ცრუ. ამის მიზანი იყო, რომ არადემოკრატიული გზით ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება“
კომენტარები