• რეკლამა
  • კონტაქტი
01:51, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირდაპირ მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები“ – ნიკა გვარამია მუქარის გამო, გამოძიების დაწყებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
16:30 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“გამომძიებელმა მითხრა პირდაპირ, რომ ცეცხლს ვეთამაშები, ეხლა ეს რა არის, გაარკვიოს თვითონ პროკურატურამ ჩემი განცხადების საფუძველზე”, – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მის მიმართ მუქარის გამო, გამოძიების დაწყებას ითხოვს.ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს:

“საკითხი რომ დასრულდა, ამ საკითხის გამოკვლევა, მე ვიკითხე, ხომ გამოვიკვლიეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, სხდომა დასრულებულ იყო, ოღონდ მოსამართლე დარბაზში იყო ჯერ კიდევ, მითხრეს, რომ კი, ანუ ეს საკითხი გამოკვლევებულია-მეთქი, კიდევ ერთხელ ვიხუმრე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს მართლა ხუმრობაა, რაზეც გამომძიებელმა ბრეგვაძემ, მოსამართლის თანდასწრებით ოღონდ სხდომის მიღმა, მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები. ცეცხლს ეთამაშები არის მუქარა, ამის შემდეგ მან დაიწყო მტკიცება, რომ ის ხუმრობდა, ანუ სიტყვა გამოკვლევებული თურმე არ ყოფილა ხუმრობა და ცეცხლს ეთამაშები ყოფილა ხუმრობა. ცეცხლს ეთამაშები არანაირ განზომილებაში არ წარმოადგენს ხუმრობას გამომძიებლის მხრიდან როცა მიემართება მოწმეს, რომელიც პოტენციურად ბრალდებულია.

ცეცხლს ეთამაშები არის ღია მუქარა პროცესის მონაწილის მიმართ გამომძიებლის მხრიდან, ამიტომ, მე ამ საკითხთან დაკავშირებით შევიტან განცხადებას პროკურატურაში, მოვითხოვ სისხლის სამართლის აღძვრას გამომძიებელ ბრეგავაძეზე მუქარის მუხლით და მოწმედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხება პროკურორი, რომელიც გვერდში ეჯდა და ეს მოისმინა, ასევე მოსამართლე და სხდომის მდივანი. ვინ ეთამაშება ცეცხლს, ამას ვნახავთ”, – თქვა ნიკა გვარამიამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved