• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირადად ვარ ამის მოწმე” – რას ამბობს სასამართლო პროცესზე ბაჩიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:19 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
583

გიორგი ბაჩიაშვილი მის ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნას ითხოვს – თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა დღეს მოსამართლე გიორგი მელაშვილს სიტყვით მიმართა და უთხრა, რომ დროებითი სანქცია მოხსნან, რადგან მის ბიზნესს უკვე ორი წელია ვერ განკარგავს.

ბაჩიაშვილი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს – “გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ რეჟიმის ყველა ჯალათი სათანადო პასუხისგებაში მიეცეს”, – ამბობს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი

“მარადიული არაფერია და ეს ხელისუფლებაც წავა ისე, რგოროც წინა ორი ხელისუფლება წავიდა და გპირდებით, ამ რეჟიმის ყველა უდანაშაულო პატიმრის სახელით, ბოლომდე მივიყვან ამ ბრძოლას საქართველოს სასამართლოებშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ რეჟიმის ყველა ჯალათი სათანადო პასუხისგებაში მიეცეს – ბატონო პროკურრორო, ძალიან გთხოვთ თვალებში შემომხედოთ. მოგიწოდებთ, რომ უარყოთ ყველა ის უსაფუძვლო ბრალდება და პირველ ეტაპზე მომიხსნათ ის დროებითი სანქცია, რომელიც უკვე ორი წელი არის მაქვს და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენება. 2 წელია ვერ განვკარგავ ჩემს ქონებას, ყადაღა ადევს, ვერ განვკარგავ ჩემს ბიზნესს. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. ახლა მინდა მივმართო საქმის პროკურორს, ბატონო მიხეილ, თქვენ უკვე ორი წელია ამ საქმეს ხელმძღვანელობთ, გქონდათ დრო, რომ გამოგეძიათ ყველაფერი, მიგეღოთ ყველა ინფორმაცია, ყველა მტკიცებულება, მაგრამ, როგორც ჩანს, სიმართლეზე მნიშვნელოვანი ზემოდან მიღებული დავალებაა. მე პირადად ვარ მოწმე, მსგავსი დავალებები როგორ გაიცემოდა, რა სიხშირით”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილი. 

სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ხვალ პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved