• რეკლამა
  • კონტაქტი
11:09, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირადად მე, როგორც სტაჟიანი ოპოზიციონერი, რასაკვირველია, ხალხის და რევოლუციის მხარეს ვარ” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:04 01-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს:

“ყაზახეთის ამბებს რაც შეეხება.
არ არის აუცილებელი კარგად იცნობდე ამ ქვეყანას, რათა მიმდინარე მოვლენებიდან ზოგადი დასკვნები გამოიტანო.
უპირველეს ყოვლისა, აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური და არა სოციალური პროტესტი. გაზზე ფასი უფრო მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთის ამბავი იყო, ანუ, როგორც ახლა ანგლიურად უყვართ ხოლმე თქმა, ტრიგერი.

ასეთი მასშტაბის პოლიტიკური პროტესტი კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება ყველა ქვეყანაში: როცა ხალხს ამოასხამს და დაგუბებული უკმაყოფილება იფეთქებს.

ასეთი ამოსხმები და აფეთქებები კი, როგორც წესი, ხდება ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებში, სადაც ერთი ადამიანი ძალიან დიდი ხნის მანძილზე აზის თავზე ქვეყანას და ბოლომდე თრგუნავს ყველანაირ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობას.

ასე აფეთქდა თავის დროზე ეგვიპტე მუბარაქის წინააღმდეგ, ლიბია კადაფის წინააღმდეგ და აგერ ახლახან ბელარუსი ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ყაზახეთშიც ხალხს აშკარად ამოუვიდა ყელში ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მართავს ქვეყანას.

ესაა, რაც თვალნათლივ ჩანს და რაც სრულიად ლოგიკურად ხსნის მიმდინარე პროცესებს ამ პროცესებში მოსკოვის ან დასავლეთის ხელის ძებნა ტიპიური შეთქმულების თეორია იქნებოდა. პროტესტი აშკარად სტიქიურია და ჯერჯერობით აგორებული ზვავის ეფექტით მიდის.
შედეგის თვალსაზრისით კი აქ არის ორი ვარიანტი: ან ეს ზვავი გადაუვლის მთავრობას, მოვა რევოლუციური ხელისუფლება და მერე რა მოხდება კაცმა არ იცის, ან ნაზარბაევი ლუკაშენკოსავით ჩაახშობს პროტესტის ამ ტალღას და მერე ისევ მყარად მოჯდება, მოთმინების ფიალის მორიგ ავსებამდე.

პირადად მე, როგორც სტაჟიანი და მრავალხელისუფლებაგამოვლილი ოპოზიციონერი, რასაკვირველია, ხალხის და რევოლუციის მხარეს ვარ.

P. S. იმათ, ვინც ყაზახეთსა და საქართველოს შორის ანალოგიას ავლებს და ჯავრობს, აგერ ყივჩაღების შთამომავლებიც აღსდგნენ საბრძოლველად და ჩვენ რა ჭირი გვჭირსო, მოკრძალებით შევახსენებ, რომ ყაზახეთს ეს ჭირი სჭირს ოცდათორმეტი წელია, ჩვენ კიდევ ცხრა და თან ბიძინას რეჟიმი, მისი ყველა მინუსის მიუხედავად, მაინც ბევრად უფრო ლაითი რეჟიმია ნურსულთანის სახანოსთან შედარებით”, – წერს ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved