• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, პირადად მე ამ სიბინძურის, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის მოსაშორებლად ერთი მცირე გამოსავალი მიმაჩნია” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:09 12-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
406

ყოფილი ჩინოვნოკი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა აიღეთ, კითხვაზე, თუ რომელი ინსტიტუტი იმსახურებს საზოგადოების ნდობას, ყველგან პირველ-მეორე ადგილზე საპატრიარქო და ჯარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს მართლაც უყვარს თავის ქვეყნის ჯარი და მისი იმედიც აქვთ – ეს არის რეალობა.

თუ საკითხს მეორე მხრიდან შევხედავთ, თუ ვინ ებრძვის ეკლესიას და ჯარს, აქაც ბევრი ტვინს ჭყლეტა არ დაგვჭირდება – მავნებელი რადიკალები და მათი რუპორ ტელევიზიები!
მეამაყება, რომ ჩემი ცხოვრებისა და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ქვეყნის და სამშობლოს სამსახურს, სწორედ ქართულ ჯარში სამსახურს შევალიე. ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ახლაც მეამაყება იმის განცდა, რომ ვემსახურები საქართველოს. ასევე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, იმ რთულ 90-იან წლებში ქართულ ჯარს მართლაც ძალიან უჭირდა, არ გვქონდა სამხედრო ფორმები (სხვადასხვა ქვეყნის ნაჩუქარი ფორმებით დავდიოდით), არ გვქონდა საკმარისი ფეხსაცმელი, საჭმელზე კი რა უნდა ვთქვა, თვითონ ქვეყანაც უჭირდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა მართლაც ღირსეულმა სამხედროებმა, ოფიცრებმა თუ რიგითებმა, თითქმის უხელფასოდ სამი ომი გამოიარა თავი კი არ შეურცხვენიათ.

დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, ჩვენ ჯარს საკვებიც გააჩნია, სამხედრო ფორმაც, თანამედროვე სამხედრო ტექნიკაც, განათლებული და მაღალპროფესიონალი ხელმძღვანელობაც და სარდლობაც. ჩვენი ფორმიანი ბიჭების თუ გოგოების შესახებ, არაერთ ამერიკელ, გერმანელ, ბრიტანელ, ფრანგ თუ თურქ მაღალი რანგის გენერალს თუ ოფიცერს გამოუთქვამს აღტაცება. პირადად ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ ქართველების მხარდამხარ ნებისმიერ მისიაში გვეადვილება წასვლაო. ახლა ვისაც ჯარში უხელფასობის პერიოდი ახსოვს დამეთანხმება, რამხელა პროგრესია დღეს – ხელფასები, სოცუზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები, სწავლის შესაძლებლობა და დაფინანსება საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ოფიცრების ბინებით უზრუნველყოფა -რამდენიმე “ჯარის ქალაქი” აშენდა და ეს პროექტი გრძელდება!

….მაგრამ სანამ თავდაცვის კოდექსი არ ამუშავდება (რაც ასე აშინებს და აღელვებს ოპოზიციას და მათ ტელევიზიებს!), სანამ ყველა არ მიეჩვევა იმას რომ სამშობლოს სამსახური ყველასთვისაა, სანამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სხვის ომში წასვლისკენ და იქ დაღუპვისკენ სხვის შვილებს მოუწოდებენ (აბა თავის შვილებს,ხომ არ გასწირავენ!), მანამ ეს ზიზღი და ცილისწამება საქართველოს თავდაცვის მიმართ მუდმივად გაგრძელდება!!!

აბა, შემოვიღოთ კანონი, რომ ვინც ჯარში ნამყოფი არ არის დეპუტატი ვერ გახდება, რამდენი უსაქმური მოინდომებს პარლამენტში მოხვედრას, ან რამდენი შეეცდება მოიტანოს ცნობა რომ ფსიქიკურად შეშლილია?

პირადად მე ამ სიბინძურის, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის მოსაშორებლად ერთი მცირე გამოსავალი მიმაჩნია: ჩვენ გვინდა და მუდმივად მოგვიწოდებენ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო გვქონდეს, ჰოო და რა გვიშლის ხელს სამართლებრივი გზით წავიდეთ? დიახ, თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში უნდა უჩივლოს ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებისათვის ნებისმიერს, ტელეკომპანია იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური სუბიექტი თუ ცალკე აღებული ერთი ინდივიდი!
დიახ, ეს დეზინფორმაციები და ცილისწამებები მიზანმიმართულია, სწორედაც ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართ, რისი პატიებაც კი არავისთვის შეიძლება!”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved