ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი პაატა მანჯგალაძეზე ლევან იოსელიანის განცხადებებას პასუხობს და ამბობს, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, თუმცა, ამის მიუხედავად, თავად აძლევს თავს უფლებას, სასამართლომდეც კი, დამნაშავეებადაც გამოაცხადოს ადამიანები და მეტიც, ისიც კი ივარაუდოს, რას გააკეთებდნენ:
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება, პაატა მანჯგალაძე, ისევე როგორც სხვა ორგანიზატორები, თავისუფლების მოედანზე, სცენაზე იდგა და განაცხადეს, რომ გადაიბარეს ხელისუფლება და პირადად ჩემი დაპატიმრება დაავალა პოლიციელებს თუ სხვა ძალოვან უწყებებს. ჩვენ გადავრჩით 90-იან წლებში დაბრუნებას, ბატონ სახალხო დამცველსაც, დარწმუნებული ვარ, თავისი ასაკიდან გამომდინარე ახსოვს რაც იყო იმ დროს. ასე რომ აქ რაიმე აფთიაქური საზომით იმის ნახვა, რომ ვიღაც სცენის კუთხეში იდგა თუ ცენტრში იდგა, იქ ხო იდგა. აბა, ერთი, წარმატებული ყოფილიყო ეს ყველაფერი, პაატა მანჯგალაძე იჯდებოდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ან რომელიმე სხვა სავარძელში, ძალიან კომფორტულად და გემრიელად. შეირგებდა თუ არა თანმდებობეს და ექნებოდა გადანაწილება.
გასაგებია, რომ მე არ მომვარდა პირდაპირ და არ მახრჩობდა, მაგრამ მოუწოდებდა, რომ დავეპატიმრებინე. ბრალი წაყენებული აქვს, რა წონის არის მისი პასუხისმგბელობა და რაში მიუძღვის ბრალი, ამას ყველაფერს სასამართლო დაადგენს. პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა მოიყვანეს 7 ათასი კაცი ნეპალის მოსაწყობად, ჯერ იმ 7 ათასს რა ვუთხარი, იქ რომ მივიდნენ, რომ საქართველოში სისხლი დაეღვარათ. ჩვენ გვყავს 7 ათასი ადამიანი, ექიმი, ვექილი, სტუდენტი, პროფესორი, ვინც იქ მივიდა, რომ სისხლი დაეღვარათ. ეს გააკეთეს ამ ხალხმა.
ვინ დაითვალა 7 000 ადამიანი ზუსტად და ან ვინ გამოიკვლია, რომ ისინი აპირებდნენ სისხლის დაღვრას, ან როგორ აპირებდნენ უიარაღო ადამიანები სისხლის დაღვრას? – ამაზე პაპუაშვილს არ უსაუბრია. სავარაუდოდ, ეს 7 000 ადამიანის, როგორც პაპუაშვილმა თქვა, “აფთიაქური სიზუსტით” არ უნდა გავიგოთ და შეიძლება რამე სხვა რაოდენობა უნდა ვივარაუდოთ?














კომენტარები