თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირთა ჯგუფი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობით, თანხის სანაცვლოდ “ეხმარებოდნენ” საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამსახურისგან თავის არიდებაში.
“პირთა ჯგუფი, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში,” – წერს უწყება.
უწყების ცნობით, მართალია პირთა ჯგუფი იყო ჩართული დოკუმენტების გაყალბებასა და მოქალაქეების “დახმარებაში”, მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.
პირის ვინაობა და თანამდებობა არ სახელდება.
უწყება ამტკიცებს რომ დაკავებულისა და მის თანამზრახველების წინააღმდეგ რამდენი თვის განმავლობაში მიდიოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, იქვე წერს, რომ სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება ღონისძიებები, შესაბამისად, უცნობია, რა იგულისხმება, თუ რამდენიმე თვე დაკავებულს და მის თანამზრახველებს უთვალთვალებდნენ, სხვა პირთა ვინაობა როგორ არ იციან და თუ იციან, რატომ არ არიან დაკავებულნი?
უწყების ცნობით, სასჯელი აღნიშნულ დანაშაულზე, როგორც სამინისტრო წერს, მოქალაქეების “დახმარებაზე” თავი აარიდონ სავალდებულო სამსახურს, 6–დან 9 წლამდე ციხით ისჯება.














კომენტარები