• რეკლამა
  • კონტაქტი
04:28, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფულის კვალი – „ოცნებასთან” დაკავშირებულმა 22-მა ონლაინმედიამ ბიუჯეტიდან ₾4.3 მლნ-მდე მიიღო – ISFED

ალია ავტორი - ალია
15:47 10-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
319

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ქსელი მინიმუმ 22 საინფორმაციო სააგენტოს მოიცავს, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. ორგანიზებული ფინანსური მხარდაჭერა სააგენტოებს ორი არხით მიეწოდება: პარტიის პირდაპირი დაფინანსებითა და სახელმწიფო საბიუჯეტით – ამის შესახებ ISFED კვლევას აქვეყნებს.

„ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემის ფინანსური წყაროები

ანტიკორუფციული ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2019–2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ 22 კომპანიას ჯამში 1.5 მლნ ლარზე მეტი გადაუხადა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თანხების გადახდა თითქმის ყოველთვიურად ხდებოდა, რაც გრძელვადიან, სტაბილურ თანამშრომლობას უჩვენებს.

„სამართლიანი არჩევნების” თანახმად

„ეს მედიები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: „ქართული ოცნების“ პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით.„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინმედიები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ.2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა. ამ კომპანიების/ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო ბიუჯეტები (33%) წარმოადგენდა.დაფინანსებული მედიების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან.

ისინი ტირაჟირებენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონრენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში.დამოუკიდებელი ონლაინმედიის შეზღუდვის პირობებში ლოიალური მედიების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი დამოუკიდებელი ონლაინმედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა” – წერია კვლევაში.

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედიის მფლობელი კომპანიების მიერ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების უწყებებთან დადებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები:

შემსრულებელი კომპანია/პირი საიდენტიფიკაციო ნომერი გამარტივებული შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტის ღირებულება კონტრაქტების დადების წლები
შპს თავისუფალი გაზეთი + 202221577 201 724,241.00 ₾ 2019-2025
შპს კვირა+ 406178283 175 577,224.09 ₾ 2019-2025
შპს პრაიმ თაიმი 404409252 140 454,021.26 ₾ და € 1,671.00 2019-2025
შპს გაზეთი რეზონანს პლუსი 402000598 136 262,132.60 ₾ 2019-2025
შპს პირველი 202353185 103 829,990.50 ₾ 2019-2025
ა.ა.ი.პ. საინფორმაციო სააგენტო “იქს-ნიუსი” 402164377 65 225,841.00 ₾ 2021-2025
შპს Front News 406069757 55 244,828.21 ₾ 2019-2025
შპს ნსპ.გე 415593414 47 134,025.96 ₾ 2019-2025
შპს მარშალპრეს.ჯი 406146237 46 101,097.90 ₾ 2019-2025
შპს ინფონიუსი 404413773 43 117,387 ₾ და $ 44.88 2019-2024
შპს ქართული აზრი 402071510 35 104,940.50 ₾ 2019-2025
შპს მედია ჯგუფი ინსაიდერი-საქართველო 405592158 25 185,324.39 ₾ 2023-2025
ა.ა.ი.პ. კავშირი პრესა – საქართველო 401951189 25 76,547.00 ₾ 2019-2025
შპს ბიზნეს მედია კორპორაცია 405309349 18 100,422.00 ₾ 2024-2025
ი/მ დიანა ლიპარტელიანი 55001012531 18 25,993.00 ₾ 2021-2025
შპს ექსკლუზივნიუსი ‘EXCLUSIVE NEWS’ 405003106 11 51,910.00 ₾ 2019-2024
შპს ონგოუ 405371869 9 26,640.00 ₾ 2020-2021
შპს მედია ჰოლდინგი სივრცეები 405179925 3 16,317.00 ₾ 2024-2025
შპს ლიდერი ექსპრეს-ინფო 400188541 3 6,400.00 ₾ 2019-2021
შპს აირეგიონი 405283562 1 2,200.00 ₾ 2020
სულ 1,159 4,267,483.41 ₾
€ 1,671.00
$ 44.88
2019-2025

წლების მიხედვით:

პარტიისგან ყველაზე დიდი შემოსავალი 222,612 ლარი – შპს „პრაიმ თაიმმა“ მიიღო. დაფინანსებულმა სააგენტოებმა ძირითადად სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების საშუალებით მიიღეს რესურსები. 2019–2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ჯამურმა ღირებულება კი 4.3 მლნ ლარს მიაღწია.

კვლევის მიხევით, ასევე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბმა“ სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის 18 სექტემბრის მონაცემებით, კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, საერთო ღირებულებით 2.6 მლნ ლარი.

კვლევა ასახავს, რომ დაფინანსებული მედია თანმიმდევრულად ავრცელებს „ქართული ოცნების“ გზავნილებს, მონაწილეობს ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიებში და იყენებს პოლიტიკურ რეკლამას. მაგალითად, ნიუსჰაბის ფეისბუქგვერდზე 2020–2025 წლებში 1,721 პოლიტიკური რეკლამა განთავსდა, 25.4 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულებით.

კვლევის მიხედვით, ლოიალური მედიის დაფინანსების სქემა წარმოადგენს ხელისუფლების მიზანს, დამოუკიდებელი ონლაინ მედიის ჩანაცვლებას პარტიასთან დაკავშირებული სააგენტოებით.

ნიუსჰაბის მფლობელი შპს პირველი განსაკუთრებით გამოირჩევა იმით, რომ მისმა შემოსავლებმა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“ პირდაპირი პარტიული გადახდებისა და საბიუჯეტო გამარტივებული შესყიდვების, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტენდერების გზით მიღებული თანხების ხარჯზეც მნიშვნელოვნად იმატა. 2024-2025 წლებში ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე და გასულ წლებში (2024-2025) კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,617,744 ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ტენდერების 100%-იანი მოგების მაჩვენებელი უფიქსირდება.

“მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პარტიულ-სამთავრობო მედიის დაფინანსების ინსტიტუციონალიზებული სქემა, რომლის ფინანსური მდგრადობა უზრუნველყოფილია როგორც „ქართული ოცნების“, ისე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული რესურსებით. აღნიშნული მოდელი ქმნის ორმაგ დამოკიდებულებას: ერთი მხრივ, მედიასაშუალებები პირდაპირ დამოკიდებულნი არიან მმართველი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაზე, მეორე მხრივ კი საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე. განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ დაფინანსების პიკი ემთხვევა საარჩევნო პერიოდებს, რაც მიუთითებს, რომ ეს რესურსები პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური კომუნიკაციის, პიარისა და პროპაგანდის გასაძლიერებლად.  

„ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული მოდელი წარმოადგენს სტრატეგიული ჩანაცვლების პოლიტიკას, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიის თანდათანობითი განდევნა და მისი პროსამთავრობო, პარტიულ ნარატივებზე მორგებული მედიასაშუალებებით ჩანაცვლებაა. ეს კი მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში მედიაპლურალიზმსა და  დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, – წერს ISFED

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved