• რეკლამა
  • კონტაქტი
17:04, სამშაბათი, 20 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

ალია ავტორი - ალია
15:25 01-20-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

ახალ წელს ადამიანებს ბევრი დადებითი ემოციის მიღება გვინდა: ზრუნვის, ოჯახური სიმყუდროვის თუ იმედის. სამეგრელოში, მშობლებთან ჩასული გიორგი ჯალაღონიასთვის 2025 წლის ბოლო დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თიბისის წინასაახალწლო ფულადი გზავნილების კამპანიის გამარჯვებული სწორედ ის გახდა და სუპერ პრიზი 15 000 ლარი მიიღო.

„აზარტული ადამიანი არ ვარ. არც არაფრის მოგების მჯეროდა ცხოვრებაში. ყოველთვის ვფიქრობდი- თუ თანხა გინდა, საკუთარი შრომით უნდა გამოიმუშაო. საზღვარგარეთ ვმუშაობ და გზავნილების განაღდება ხშირად მიწევს, თანხის მოგების მოლოდინი არც მქონია. წარმოიდგინეთ, ჩემი ემოცია, როდესაც ახალ წელს სამეგრელოში მშობლებთან ჩასულს თიბისი ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გათამაშების გამარჯვებული ვიყავი და ნახევარ საათში, ერთგულ ყულაბაში 15 000 ლარი დამერიცხებოდა. ბედნიერებისგან გავოგნდი. საოცარი ახალი წელი მქონდა“, – გვიზიარებს ემოციებს გიორგი ჯალაღონია.

17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით გზავნილების წინასაახალწლო კამპანიაში ჩართვა ყველას შეეძლო, ვინც მინიმუმ 100 ერთეულ ლარს/აშშ დოლარს, ფუნტს ან ევროს გაანაღდებდა. ყოველდღიურად 1000 ლარი თამაშდებოდა და იმ მომხმარებელს გადაეცემოდა, ვისი გზავნილიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში განაღდებულ გზავნილებს შორის დღის განმავლობაში მე-1000 აღმოჩნდებოდა. სუპერ პრიზი 15 000 ლარი კი, ყველაზე აქტიურ მომხმარებელს ერგო, ვინც რაოდენობრივად ყველაზე მეტი გზავნილი გაანაღდა.

გიორგი ორმაგად იღბლიანი აღმოჩნდა. სანამ საახალწლო კამპანიის გამარჯვებული გახდებოდა, იქამდეც გაუღიმა ბედმა და კამპანიის პირველ დღეს 1000 ლარი მოიგო.

“ინტერესის გამო დღის ბოლოს მარათონის დავალებებს ვასრულებდი. მშობლებს დისტანციურად პროდუქტებს თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს აპლიკაციით ვუწერ და შესაბამისად, ერთგულ ბარათს აქტიურად ვიყენებ. ქეშბექებიც ხშირად მიგროვდება ხოლმე. როცა დღის ბოლოს მობაილბანკში შევედი და ყულაბაში 1000 ლარი დამხვდა დავიბენი, ვერ მივხვდი რომელმა ობიექტმა დამიბრუნა ამ რაოდენობის თანხა. დიდი სიხარული იყო იმის გააზრება, რომ რაღაცაში გავიმარჯვე”,- იხსენებს გიორგი.

თიბისისთვის მსგავსი კამპანიები მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა არ არის. გზავნილების კამპანია ზაფხულშიც მიმდინარეობდა და აქტიური მომხმარებლები ყოველდღიურად იგებდნენ ფულად პრიზებს. სამი ყველაზე აქტიური იღბლიანი კი, სამოგზაურო ტურით დასაჩუქრდა. შემდეგი ტალღა მომავალშიც იგეგმება. ამიტომ მთავარია, გჯეროდეს და თვალი ადევნო სიახლეებს. იქნებ, მომდევნო გამარჯვებული შენ ხარ?

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved