• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:47 10-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,543

“ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას”, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით მიმართვის დროს გააკეთა.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, მოსახლეობა უკონტროლოდ შემოდინებული რუსეთის მოქალაქეების მიმართ ყურადღებით უნდა იყოს, რადგან სააკაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში დივერსიული ჯგუფიც იმყოფება, რომლის მიზანსაც დესტაბილიზაციის შექმნა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

სააკაშვილი მოუწოდებს ასევე ოპოზიციას, რომ შეწყვიტოს “ოლიგარქის და რუსეთის” თამაშების თამაში და მათ ფაბულაში ჩაჯდომა.

დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ, როგორი არეულობებია რუსეთში, მანამდე პრიგოჟინის აჯანყება იყო, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ამას ყოველ დღე ვხედავთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, იგივე ჩრდილო კავკასიით, სადაც ახლა არის არეულობები და უბედურებები.

იმისათვის, რომ ჩვენ იყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს. […]

მათ შორის ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved