• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფრაზა, რომლის გამოც ნანა კაკაბაძემ კეზერაშვილს 1 ლარი უნდა გადაუხადოს – მოგებული პროცესი

ალია ავტორი - ალია
18:50 02-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სარჩელი უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის წინააღმდეგ. მოსამართლემ ნანა კაკაბაძეს მედიით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის სახით 1 ლარის გადახდა დააკისრა. 

კეზერაშვილმა ნანა კაკაბაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაკეთებული კომენტარის გამო უჩივლა, სადაც კაკაბაძე ამბობდა, რომ მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას „არა ნაციზმს“ კეზერაშვილი აფინანსებს. 

ნანა კაკაბაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, ვინაიდან არ თვლის, რომ მის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა კეზერაშვილის პატივი და ღირსება შელახა. 

თავად დავით კეზერაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებულ სარჩელში კი ვკითხულობთ:

„სასარჩელო მოთხოვნა:

სასამართლოს გადაწყვეტილებით ნანა კაკაბაძეს დაეკისროს დავით კეზერაშვილისათვის სიმბოლური 1 ლარის ანაზღაურება მიყენებული მორალური ზიანისათვის. 

უნდა აღინიშნოს, რომ ნანა კაკაბაძე მოქმედებდა განზრახ, მას სურდა, რომ სპეციალურად ჩირქი მოეცხო და შეურაცხყოფა მიეყენებინა დავით კეზერაშვილისათვის, მისი ეს განზრახვა დადასტურდა იმითაც, რომ ჩემი მოწოდების შემდეგ, მან არათუ უარყო გავრცელებული განცხადება, არამედ პირიქით, 30 ნოემბერს, კიდევ ერთხელ გაიმეორა. გავრცელებულმა განცხადებებმა მოიცვა მთლიანი საინფორმაციო სივრცე. 

დავით კეზერაშვილი ახლო წარსულში წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს საჯარო პირს, მას საზოგადოება იცნობს არამხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. მის სახელთანაა დაკავშირებული გადასახადების ადმინისტრირების სფეროში წესრიგის დამყაერება, ფისკალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე ის ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის დროსაც ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მისი არსებობის ისტორიაში. ასევე, როგორც სხვა ადამიანებს, მასაც ჰყავს ოჯახი – მშობლები, მეუღლე, შვილი და ახლობელი ადამიანები. ამდენად ძალიან დიდია მისთვის მიყენებული მორალური ზიანის მოცულობა, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენი მოთხოვნა შემოიფარგლება სიმბოლური 1 ლარის დაკისრებით, ვინაიდან სიმბოლურია ისიც, რომ მან (ნანა კაკაბაძე) ცილისწამებად დავით კეზერაშვილისგან დაფინანსების მიღება განიზრახა“.

ცნობისთვის: 2018 წლის 13 ნოემბერს „რუსთავი2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა ნანა კაკაბაძისა და მის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „არა ნაციზმს“ საქმიანობას ამომრჩეველთა მობილიზაციასთან დაკავშირებით, სადაც ჟურნალისტის კითხვაზე – თუ რა სახსრებით ხდებოდა ამის ორგანიზება, ნანა კაკაბაძემ განაცხადა – „კეზერაშვილი გვაფინანსებს ჩვენ“. ასევე ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე – თუ რა უჯდება მას ეს საქმიანობა, კაკაბაძემ აღნიშნა, რომ – „დაურეკეთ კეზერაშვილს და გეტყვით რა უჯდება“.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved