ფრქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, პარტია გააგრძელებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც მდგომარეობს ბევრი აქტუალური თემის ირგვლივ მუშაობაში.
„ფრაქცია „ლელოს“ ბოიკოტი გამოცხადებული ჰქონდა კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე. იმთავითვე, როდესაც ბოიკოტი გამოვაცხადეთ პირობა
იყო, რომ უნდა მოხსნილიყო კონკრეტული საკითხი დღის წესრიგიდან. ეს საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის მოთავსება მისი ჯანმრთელობისთვის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში, თუ ეს თემა მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავუბრუნდებოდით ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას. პარტია გააგრძელებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც მდგომარეობს ბევრი აქტუალური თემის ირგვლივ მუშაობაში. მათ შორის, პროპორციული არჩევნების მიღწევის საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, რაც არასაკმარისი, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიდეთ სამართლიან არჩევნებამდე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები