• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო

ალია ავტორი - ალია
16:10 08-12-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

პირველ რიგში, გეტყვით რა არის ფრანგული ჭერი. ვიცი, რომ უმრავლესობას ეს გგონიათ მოდური, – კი, ასეა. ოღონდ მოდაში დიდი ხანია ჩარჩა ეს ჭერი, დამსახურებულადაც. ვიცი, რომ ნაწილს ფრანგული ჭერი ძალიან ძვირი გგონიათ, კვლევების მიხედვით, სწორედ სახელის გამო. – რაკი ფრანგულია, ძვირი იქნება, – ასე ფიქრობენ. არადა, საკმაოდ ბიუჯეტურია. ეს არც დისნეიდან წამოღებული ალადინის ხალიჩაა და არც ეიფელის კოშკის ნაწილი, ფრანგული მხოლოდ იმიტომ ქვია, რომ ეს ტექოლოგია, რომელიც სხვადასხვა სახით, საუკუნეების მანძილზეა ცნობილი, დაიხვეწა სარფანგეთში გასული საუკუნის მეორე ნახევარში. დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში პოპულარულია მისი გამოყენება, დაწყებული ბინიდან, დამთავრებული უზარმარ სავაჭრო ცენტრამდეც კი. 

გამომდინარე იქედან, რომ ის მონტაჟდება გაჭიმვით, მას გასაჭიმ ჭერსაც უწოდებენ. 

იყო დრო, როცა მხოლოდ მცირე ფართობზე იყენებდნენ, სწორედ ამ სპეციფიკის.– გაჭიმვის გამო, ეს ართულებდა მონტაჟს, თუმცა, ტექნოლოგიები ისე დაიხვეწა, ახლა არც ერთი სიდიდის ფართობზე არაა პრობლემა ფრანგული ჭერი გქონდეს. 

მაინც რა ნაკლი აქვს ამ ჭერს?

მოდი, ჯერ მოგიყვები მის უპირატესობებზე:

1. დიზაინი

ადამიანებისთვის, ვისაც სურს იყოს ორიგინალური, გამორჩეული, დიზაინი ამ ჭერის მთავარი უპირატესობა იქნება, რადგან ყველაზე მოქნილი დიზაინი აქვს. 

ფერთა გამა — ხელმისაწვდომია ათასობით ფერი, რაც საშუალებას გაძლევს იდეალურად შეუხამო ინტერიერის სხვა ელემენტებს. 

ფაქტურები — მქრქალი გსურს, თუ, მბზინვარე? იქნებ, სარკისებური მცირე ფართისთვის, ვიზუალური ეფექტის გასაძლიერებლად? ხისფერი გსურს, მეტალისფერი, თუ მარმარილოს იმიტაცია?

ფორმები — სწორი, ტალღოვანი, მრავალდონიანი, სვეტებს, თაღებს იდეალურად მორგებული. 

ეფექტები — LED განათების ინტეგრაცია, ვარსკვლავიანი ცის, ოკეანის სიმულაცია, ფოტობეჭდვა, შენი სასურველი დიზაინით – არაფერში ხარ შეზღუდული. 

მოკლ;ედ, დიზაინში იმდენად კარგი ამბავი ხდება ფრანგულ ჭერში, რომ რაც უნდა იკითხო, ყველაფერი შესაძლებელია, ჯერ ვერავინ მოიფიქრა, რისი გაკეთებაა ამ მასალით ჭერზე შეუძლებელი.

დიზაინერები ხშირად ამბობენ, რომ ფრანგული ჭერი თავისუფლებას გჩუქნის, რადგან მასალის შეუცვლელად მხოლოდ მისგან შეგიძლია ერთ ოთახში იყოს სივრცის გამაფართოვებელი ეფექტი, მხოლოდ მეორეში კი თბილი ატმოსფერო. შეუხამე კედლებს, ავეჯს, განათებას, კაბის ფერს, არ ვიცი, რასაც გინდა. 

2. იდეალური სიგლუვე

როცა ვამბობ, რომ ფრანგული ჭერი იდეალურად გლუვია, არ ვგულისხმობ მის მბზინვარებას, ვგულისხმობ სისწორეს და იდეალურად მორგებას. ყოფილა შემთხვევა, ჭერჭლის დარეცხვა ვერ მოასწარი და კარზე ზარია? ალბათ, კარის გაღებამდე ცდილობ სასწრაფოდ ჩატენო ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ან სადმე მიმალო, ხომ, იდეალურად რომ დახვდე სტუმარს? სწორად დამონტაჟებული ფრანგული ჭერი სრულად ფარავს წინა, ძველი ჭერის ყველა კვალს, ყველა ნაკლს, ბზარებს, უსწორმასწორო ადგილებს, აქა–იქ შერჩენილ საღებავებს – ოთახი თითქოს სულ ახალია, ისე სუფთავდება და ლამაზდება უმოკლეს დროში. 

3. მონტაჟი

როგორ შეიძლება მონტაჟი იყოს უპირატესობა? – გაიფიქრებ. როდესმე სახლში რემონტი გქონია? ჯერ ძველი უნდა ჩამოყარონ, მერე მოასუფთავონ ადგილ–ადგილ, მთელი ეს დრო მტვერია ყველგან და ჭერიდან ჩამოყრილი ნაწილები ყრია სახლში. თან კიდევ აიტანდი, ერთ დღეში რომ რჩებოდეს ეს პროცესი. ცალკე ამბავია ნაგვის გატანა. 

თუ რამე ისეთი პრობლემა არაა, რომ ჭერი ყველა ვარიანტში ჩამოსანგრევია, დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, ფრანგული ჭერის გაჭიმვა არ საჭიროებს წინა ჭერის დემონტაჟს. უმოკლეს დროში, რამდენიმე საათიდან ერთ დღეშია შესაძლებელი მონტაჟი. არ იმტვერება სახლი, არ ქირაობ ბინას და არ გადადიხარ სხვაგან საცხოვრებლად. ამაზე კომფორტული რა შეიძლება იყოს?

წინა თვეში, რესტორანს, რომელსაც ძვირადღირებული შეკვეთა ჰქონდა ქორწილის, დამკვეთმა დაუწუნა ჭერის ნაწილი. როგორ გგონიათ რა მოხდა? – შეკვეთა გაუქმდა? – სულაც არა, ერთ ღამეში შეიცვალა ჭერი. არადა, ნებისმიერი სხვა ჭერის მონტაჟის შემთხვევაში, ბიზნესის გაჩერება მინიმუმ ერთი თვით, ან შეკვეთის გაუქმება მოუწევდა. 

4. გამძლეობა

ფრანგული ჭერის გამძლეობაზე ლეგენდები დადის. ამბობებ, რომ კარგი მოვლის პირობებში, ის 20 წლამდე ვადით ინარჩუნებს პირვანდელ ფორმასა და ფერს, არ ყვითლდება, არ იბზარება, არ სძვრება ჭერს, როგორც შელესილი და შემდგომ შეღებილი ჭერიდან შეიძლება დაგეცეს ჭერის ნატეხი. დიახ, ამბობენ, რომ კარგად თუ მოუვლი, იდეალურად ძლებს, მაგრამ – ეს ტყუილია, მეგობრებო, რეალობა ისაა, რომ მას კარგად მოვლა არ სჭირდება, საერთოდ არ სჭირდება მოვლა, საკმარისია – განზრახ არ დააზიანო, არ მოუკიდო ცეცხლი, არ დაადო ჩართული უთო და არ გააჩერო მასზე, არ დაჭრა დანით და ა.შ. 

წყალი მართლა აღარ ჩამოვა?

ეს ყველაზე გავრცელებული კითხვაა. ფრანგული ჭერი უნიკალური თვისებით გამოირჩევა — შეუძლია შეაკავოს დიდი რაოდენობით წყალი, რომ ვამბობ, დიდი რაოდენობით, არ ვგულისხმობ 5 ლიტრს, საუბარია, ტონობით წყალზე. წარმოიდგინე, 5 ლიტრი წყალიც რომ დაგექცეს სახლში, როგორ დაიღლები წმენდისას. არავინაა დაზღვეული მეზობლისგან, რომელსაც ონკანი რჩება მოშვებული სახლში და ამ დროს, ფრანგული ჭერის დამსახურებით, არ გიზიანდება კედლები, ავეჯი, იატაკი, ტექნიკა.

მთავარი ბონუსი – წყალს რომ შეაკავებს, ფრანგული ჭერი გამოსაცვლელი ამის გამო სულაც არაა, პროფესიონალი ამოტუმბავს წყალს და ჭერს ჩვეულებრივ დაუბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას. ეს კი ათასობით, ზოგჯერ კი, ათი ათასობით ლარის ზიანს აგარიდებს. მხოლოდ ტექნიკა დგას ერთ ოჯახში მინიმუმ 10 000 ლარის და რა მოუვა წყალში რომ აღმოჩნდეს, ეჭვი მაქვს – იცი. 

5. იზოლაცია

ეს დამატებითი კომფორტია, არსებობს ფრანგული ჭერის მოდელი, რომელსაც აქვს თბო და ხმის იზოლაცია დამატებული. ეს ნიშნავს, რომ არ შემოდის და არ გადის ბინიდან ხმა, ასევე იმას, რომ თუ ბიზნესი გაქვს, შენი ობიექტის გასათბობად ზამთარში ნაკლები ენერგია გჭირდება, რადგან სითბოს ინარჩუნებს და სიცივეს არ ატარებს. 

მე შენს ადგილას, მით უფრო თუ დიდი ფართია, ვარჩევდი, მონტაჟისას დამატებითი იზოლაციის ფენის ჩასმა, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტია,

6. მოვლა

როგორ შეიძლება მოვლა იყოს უპირატესობა? – შეიძლება, კი, რადგან ფრანგული ჭერის მოვლა არის მარტივი, არ გაკარგვინებს დიდ დროს და ენერგიას. იგი არ იკრავს მტვერს, მისი ზედაპირი ანტისეპტიკურია. შესაბამისად, კიდევ მეტად იშვიათად მოგიწევს ჭერის მტვრისგან გასუფთავება.

მარტივად იწმინდება – რბილი, მშრალი ქსოვილით უმეტესად, ან მსუბუქი, არაქაფიანი, საპნიანი წყლით.

7. უსაფრთხოება და ჰიგიენა

ეკოლოგიურად სუფთა და ჰიპოალერგიულია, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.

აბა, სუნი აქვსო? – იკითხავ ახლა, ალბათ, კი, მონტაჟისას, გაცხელებისას. თუმცა, მონტაჟის დასრულებიდან მალევე სუნი მთლიანად ქრება.

ასევე, მდგრადია ობისა და სოკოს მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულოსა და სველ წერტილებში. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ძალიან დიდი კომფორტია, რადგან ობი და სოკო, ჭერიდან, შესაძლოა კედლებსაც მოედოს და უმეტესად შემდგომ, მთლიანი რემონტია საჭირო.

გადავიდეთ ნაკლოვანებებზე:

წარმოიდგინეთ და დანით ან რამე სხვა ბასრი საგნით მისი გაჭრა შესაძლებელია. რატომაა ეს ნაკლი იმ ჭერისთვის, რომელიც ტონობით წყალს აკავებს, არ ვიცი, დანით რატომ უნდა დაესხა თავს ჭერს – არც ეგ ვიცი.

კიდევ ერთი ნაკლი მისი ისაა, როგორც აცხადებენ, რომ იგი არ შეიძლება გახეხო რკინის სახეხით. რატომ უნდა გახეხო, როცა იდეალურად იწმინდება რბილი ქსოვილით და ქიმიურ ხსნარებსაც არ საჭიროებს?

ნაკლად უთვლიან იმასაც, რომ ტონობით წყალს როცა აკავებს, მერე ეს წყალი პროფესიონალმა უნდა გამოტუმბოსო. ხო, ჭერმა წყალი შეაკავა, არც ავეჯი დაგიზიანა, არც იატაკი, არც კედლები, არც ტექნიკა, არც ტანსაცმლის კარადაში ტანსაცმელი და მეტი რა უნდა ქნას, თავად ხომ არ გამოტუმბავს და მდინარეზეც ხომ არ ჩაიტანს? რაც მთავარია, გამოტუმბის შემდეგ ჭერი არ ზიანდება, შესაცვლელი არაა. ვირის და მადლის ამბავია, გვეტყოდა ჭერი, ღმერთმანი, საუბარი რომ შეეძლოს. 

ბოლო ნაკლი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვიცი რამდენად ნაკლია ესეც, მაგრამ სრულად ვეთანხმები და აუცილებლად ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

ფრანგული ჭერის მონტაჟს სჭირდება სპეციალისტი, პროფესიონალი. თუ არ გინდა მასალა დააზიანო, არასწორად გააკრა და დაუკარგო სილამაზე, ფუნქცია, აუცილებლად პროფესიონალს უნდა მიმართო. სიმართლე რომ ვთქვა, მე ვერც სხვა ტიპის ჭერს გავაკეთებდი და რაღა ფრანგულს ვცდიდი, ნებისმიერი ჭერის მონტაჟზე პროფესიონალი დამჭირდებოდა. სამაგიეროდ, ამ ჭერს პროფესიონალი, რამდენიმე საათიდან, ერთ დღემდე ვადაში ამონტაჟებს, არ უნდა დამისვაროს სახლი, არ მიწევს ფართის დაცლა და ა.შ.

ახლა იკითხავ, მაინც სად უნდა ვნახო ეს პროფესიონალიო, ხომ?

ბონუსად გიტოვებ კიდევ მთავარ უპირატესობას – გიტოვებ ბაზას პროფესიონალთა კონტაქტებით, სადაც შეგიძლია იპოვო ნებისმიერი ვითარებისთვის ფრანგული ჭერის ხელოსანი. ამ ჭერის გაჭიმვას უნდა რამდენიმე საათი, მაქსიმუმ ერთი დღე, თუ დიდია ფართობი და რამდენიმე საათიანი საქმისთვის, განა შეიძლება რამდენიმე დღე დაკარგო ხელოსნის ძებნაში? აღარ ვიმსახურებთ მარტივად და კომფორტულად პრობლემების გადაჭრას? შენივე საყვარელი სავარძლიდან, ტელეფონითვე, შეხვალ საიტზე, წაიკითხავ კომენტარებს, ანუ, მომხმარებელთა რეკომენდაციებს, შეარჩევ, დაურეკავ, შეუთანხმდები – ამასობაში, ყავის დალევასაც მორჩები და სულ ეგაა. 

მთავარია, კარგად შეინახე კონტაქტების ბაზა, ანუ, ყველგან დატოვე, ყველას გაუზიარე, რომ საჭიროებისას, მარტივად ნახო, საჭიროებისას, ერთი ხელის გაწვდენაზე გქონდეს. 

(R)

 

თეგები: გასაჭიმი ჭერიგასაჭიმი ჭერის მონტაჟიგასაჭიმი ჭერის ხელოსანიფრანგული გასაჭიმი ჭერიფრანგული ჭერის მონტაჟიფრანგული ჭერის ხელოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო
ახალი ამბები

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო

16:10 08-12-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved