• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფრანგმა აქტივისტმა პუტინის შვილის ვილაში შეაღწია, სადაც უკრაინელი ლტოლვილების შესახლებას აპირებს – The Insider

ალია ავტორი - ალია
01:42 03-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
576

ფრანგმა აქტივისტმა პიერ აფნერმა ბიარიცში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შვილის ვილაში შეაღწია, საკეტები შეცვალა და განაცხადა, რომ ვილა მზად არის პუტინის რეჟიმის, პირველ რიგში, უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად.

როგორც პიერ აფნერმა The Insider-ს განუცხადა, ვილას აქვს რვა საძინებელი და სამი აბაზანა.

აღნიშნულ ვილაში, აგრეთვე, აღმოაჩინეს დოკუმენტები გენადი ტიმჩენკოსა და კირილ შამალოვის შესახებ.

დოკუმენტებს შორის, აღმოაჩინეს პუტინის ყოფილი სიძის კირილ შამალოვის პასპორტის ასლი და, ასევე, ელექტროენერგიის გადასახადის ფრანგული თარგმანი მოსკოვში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამგვარი დოკუმენტები საჭიროა საფრანგეთში საბანკო ანგარიშის გასახსნელად, თავად ვილის შესაძენად და ა.შ.  ასევე, ნაპოვნია 2009 წლის მინდობილობა, რომელიც გაცემულია „ფინეთის მოქალაქის გენადი ტიმჩენკოს“ მიერ ფრანგი ფრანსუაზ დიუშოსალის სახელზე, რომელიც ვილაში რემონტზე იყო პასუხისმგებელი.

საფრანგეთის უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, რომელსაც The Insider-ი გაეცნო, ვილა 2007 წლიდან გენადი ტიმჩენკოს ეკუთვნოდა, 2012 წელს კი შამალოვს გადაეცა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი თანხებს უძრავ ქონებაში აბანდებს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, პოლიტიკოსმა ალექსანდრე ბელიაევმა ჯერ კიდევ 1996 წელს გამოაქვეყნა, საუბარი იყო სანქტ-პეტერბურგის მერიიდან მოპარულ თანხებზე.

აღნიშნული ბრალდება პუტინმა კატეგორიულად უარყო და როგორც მაშინდელი პრესა წერდა, პუტინი ამტკიცებდა, რომ არც კი იცოდა სად იყო ატლანტის სანაპირო.

სასამართლო პროცესზე, სადაც სობჩაკი და პუტინი კორუფციის შესახებ ბრალდებების უარყოფას ცდილობდნენ, პუტინი ამტკიცებდა, რომ თუკი ქურდობას ექნებოდა ადგილი, „რატომ არაფერს აკეთებენ სპეცსამსახურები მერისა და მისი გარემოცვის უკანონო ქმედებების შესაჩერებლად“.

„როგორც ჩანს, შამალოვის ვილა არ არის პუტინის ერთადერთი სასახლე ბიარიცში, ყოველ შემთხვევაში, რადიო Europe 1-მა, საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1996 წელს მან იყიდა სტრავინსკის ყოფილი ვილა, რომელიც მდებარეობს მისამართზე 9 rue de la Fregate-ში, ასევე, ბიარიცში. ბიარიცში არის მესამე ვილაც, რომელიც დაკავშირებულია პუტინთან, ეს მისი ყოფილი მეუღლის სახლია, რომელიც ახლა მის ახალ ქმარს, არტურ ოჩერეტნის ეკუთვნის. ომის დაწყების შემდეგ აქტივისტებმა ვილის კედლები უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს“, – წერს გამოცემა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved