რა გახდა ფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია. ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ცნობილია დანაშაულში ბრალდებული 50 წლამდე კაცის ვინაობაც – ის ზაზა კარბაიაა. გადაცვლილი ქალი კი აფხაზეთიდან დევნილი 47 წლის იდა ყალიჩავაა.
ადგილობრივებს ზუსტ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს ხმაური არ გაუგიათ.
ძალიან კარგი, მშრომელი ხალხია. აზრზე არ ვარ, რა დაემართათ. ხმაც არ გაგვიგია… ქორწილი უნდა ჰქონოდათ ახლა, გოგო გაუთხოვდათ, – ამბობს მეზობელი.
ფოთში შუახნის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა. ბრალდებული სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ დააკავეს.











კომენტარები