• რეკლამა
  • კონტაქტი
16:26, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფოთის მერი ითხოვს ეს უსახლკარო ქალი გავაგდო” – “ცეცხლგამძლეს მეძახის ფოთის მერი” – (ვიდეოები)

ალია ავტორი - ალია
16:16 04-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ჟურნალისტი, შორენა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“15 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის და ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში, მომწერა ფოთის მერმა უსახლკარო ქალს დავატოვებინო ტერიტორია, რომელიც “სოციალური სახლისთვის” გადაეცა ასოციაცია “თავისუფალ თაობას” ერთი წლის წინ.

მე ამ ქალს გარეთ არ გავაგდებ!!! თუკი მერიის ბიუროკრატიის და არაკომპეტენტურობის გამო დღემდე მილიონი შეფერხება და ბარიერი ვიწვნიეთ, ფოთის საკრებულოს მიერ 15 წლით შენობის გადმოცემის შემდეგ ახალი ხელშეკრულების დადების ნაცვლად დარჩენილი ერთი წელიც გაგვიუქმეს, ესეიგი ეს შენობა ეხლა მერიისაა და კეთილი ინებოს და თვითონ უზრუნველყოს, ამ ურთულეს ვითარებაში უსახლკარო ადამიანის ქუჩაში გაგდება!!! ასოციაცია “თავისუფალი თაობა” სამართლებრივად გააგრძელებს დავას სასამართლოში!!!

https://www.facebook.com/shorenam1/videos/4045144395503671/?t=2

ასე იყო, სანამ ფართში მოვათავსებდით:

https://www.facebook.com/shorenam1/videos/4045120655506045/?t=8


მივმართავ ფოთის მერს გოჩა კურდღელიას, ბატონო გოჩა: მე მოქალაქე მანანა (ცუცა) ტაბიძე ტყვედ არ მყავს, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უფრო ღირსეულ პირობებში დააბინავოთ ეს ქალბატონი ვიდრე მე მოვახერხე. იმის გამო რომ ამ უსახლკარო, მარტოხელა ქალს ეძინა ქუჩაში, არ ქონდა თავშესაფარი (თქვენ ქალაქის მერმა კი მხოლოდ ის გაუკეთეთ, რომ რა ადგილასაც ეძინა ის ქუჩა მოურეცხეთ და ისეთ “მიწურში” შეასახლეთ, ისიც მეხუთე სართულზე, სადაც საკუთარ ძაღლსაც არ აცხოვრებდით. იქიდანაც გამოაგდეს მეზობლებმა და ისევ ქუჩაში მოუხდა ღამის გათევა), მე პირადად ასოციაცია “თავისუფალი თაობის” დირექტორმა და “სოციალურ მუშაკთა რეგიონალური ასოციაციის” თავმჯდომარემ, ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეების და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების ფონზე მივიღე გადაწყვეტილება უსახლკარო ქალი დამებინავებინა ქალაქ ფოთში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, აღნაგობის ფორმით, მულტიფუნქციური სოციალური სახლის ასაშენებლად გადმოცემულ ტერიტორიაზე, სადაც ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს, საპროექტო, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. ერთ დღეში ფონდი “ქველმოქმედი 2015-ის”, ქალთა კლუბის, ადგილობრივი ბიზნესსექტორის “აისბერგი 2-ის”, “ჯეოფიშკომპანის”, “ხალიბის” და ფოთელი მოხალისეების მხარდაჭერით მოვუწყვეთ საცხოვრებელი ოთახი, სააბაზანო, ტუალეტი. ამჟამად ეს ქალბატონი ცხოვრობს აღნიშნულ ტერიტორიაზე, #რჩებასახლში და არ უქმნის საფრთხეს არც საკუთარ თავს და არც ფოთელებს. ბატონო მერო კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, მე ეს ქალი ტყვედ არ მყავს, კეთილი ინებეთ და დააბინავეთ ღირსეულ პირობებში, თუ არადა თავი დაანებეთ ფსიქიატრიულ კლინიკებში მისთვის ადგილების ძებნას. ძალიან კარგად იცით, რომ ეს ქალი არ არის აგრესიული და არ საჭიროებს ფსიქიატრიულში განთავსებას!!!”

საქართველოს მთავრობა Archil Talakvadze ადამიანის უფლებათა საბჭო • Human Rights Council Ombudsman Pdo Georgia გახარია სოფო კილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

შორენა მირცხულავა, იქვე აქვეყნებს მერიის პასუხსაც:

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved