• რეკლამა
  • კონტაქტი
05:05, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს – მასწავლებელი სამართლებრივ დავას იწყებს

ალია ავტორი - ალია
14:58 01-11-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,438

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ფოთში დეკემბრის თვეში მთელი ქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი პედაგოგის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.

უფლებადამცველის თქმით,  ვიდეო-კადრების ავთენტურობა და გავრცელების წყარო, პროკურატირას დღემდე არ დაუდგენია.

ამასთან, მიგინეიშვილის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე არანაკლებ მძიმე მოვლენები განვითარდა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მასწავლებელი ასწავლიდა.

ვიდეომასალა ნახა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა, თუმცა მისი ავთენტურობა და გავრცელების წყარო დღემდე არ არის დადგენილი, მიუხედავად იმისა, რომ საქმე პროკურატურის წარმოებაშია. სახელმწიფომ ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყო – დამნაშავეთა გამოვლენა.

დავიცავ დაზარალებული მასწავლებლის ინტერესებს.

ვიდეოკადრების გავრცელებამ პედაგოგს მიაყენა მძიმე მორალური ზიანი, დააზიანა მისი რეპუტაცია, პროფესიული ავტორიტეტი და პირადი ცხოვრება”- წერს მიგინეიშვილი.

პედაგოგის ინტერესების დამცველი წერს, რომ “პრობლემის მოგვარება” სკოლამ ცნობილი მასწავლებლის გათავისუფლებით გადაწყვიტა, ისე რომ პედაგოგს არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

მიგინეიშვილის განცხადებით, სკოლამ მასწავლებელი კანონდარღვევით გაათავისუფლა:

არსებული ფაქტებიდან იკვეთება, რომ სკოლამ აირჩია უმარტივესი, მაგრამ უკანონო გზა – პრობლემის მოგვარება დაზარალებულის სამსახურიდან გათავისუფლებით. ნაცვლად მისი დაცვისა, სკოლამ დაიწყო პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგის სკოლიდან გაშვებას.

მოულოდნელად სკოლაში გაჩნდა სხვადასხვა საჩივარი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს საჩივრები სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა უკიდურესად მოკლე ვადებსა და დარღვეული პროცედურებით:

პედაგოგს არ მიეწოდა საჩივრების შინაარსი;

 არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა;

 კომისია ჩატარდა კვირა დღეს, სხდომის ოქმი კი სხვა დღით დათარიღდა.

30 დეკემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ეს იყო ფორმალურად გაფორმებული გადაწყვეტილება, მიღებული წინასწარ განსაზღვრული შედეგით.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გავასაჩივრეთ სკოლის სააპელაციო საბჭოში. მიუხედავად ამისა, სკოლა დღემდე უარს ამბობს მოგვაწოდოს ელემენტარული ინფორმაცია:

 რის საფუძველზე დაიწყო დისციპლინური წარმოება?

 რატომ წარიმართა ყველაფერი უმოკლეს ვადებში?

 ვინ მიიღო გადაწყვეტილება?

 რა არგუმენტებს დაეყრდნო კომიტეტი?

პოსტს თან ვურთავ იმ მინიმალურ დოკუმენტებს, რაც სკოლის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

სკოლამ უკანონო გადაწყვეტილების წაკითხვის საშუალებაც არ მოგვცა, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და პროცესში მონაწილე ხალხის სახელები და გვარები კი სრულიად დაფარა.

ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სკოლის სააპელაციო საბჭომ. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში დავიწყებთ სასამართლო დავას ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში.

ეს საქმე არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბედი – ეს არის ტესტი იმისთვის, თუ რამდენად შეუძლია საზოგადოებას დაიცვას მსხვერპლი და არ დასაჯოს ის. უსამართლობისგან ჩაგრული ყველა ადამიანი იმსახურებს გვერდში დგომას”- წერს იურისტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved