• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
17:33 02-04-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
446

ტელეკომპანია „ფორმულა“ საინფორმაციო სამსახურის 25-მდე ოპერატორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ფორმულას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერატორებს ხელფასის მომატების ალტერნატივები შესთავაზეს, თუმცა მათ ტელეკომპანიის წინადადებაზე უარი თქვეს და ბოიკოტი გააგრძელეს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ფორმულაში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რა წნეხის, დევნისა და ფინანსური შემოსავლების შეზღუდვის პირობებში უწევს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას საქმიანობა. ამის მიუხედავად, ფორმულას არასდროს დაურღვევია ვალდებულებები საკუთარი თანამშრომლების წინაშე.

31 იანვარს, 25-მა ოპერატორმა მოითხოვა ხელფასის დაუყოვნებლივ 500 ლარით მატება. აქვე ვიტყვით, რომ სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ დეპარტამენტში მერყეობს 1000-3000 ლარამდე, საშუალო ხელფასი 2500 ლარია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში – 15 დღე.

ადმინისტრაციის განმარტების მიუხედავად, რომ ახლა მატება შეუძლებელი იყო, ოპერატორებმა აღარ ისურვეს დიალოგის გაგრძელება და მეორე დღიდანვე (1 თებერვლიდან) უარი თქვეს საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე. ამ დღეების განმავლობაში ტელევიზიის ფუნქციონირებას შეექმნა საფრთხე. ჩავარდა გადაღებები და საინფორმაციო სამსახური ხარვეზებით ოპერირებდა.

1-ელი თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ფორმულას ადმინისტრაციას ჰქონდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობა. ვთხოვდით, დაჰბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო გარემოს, შეესრულებინათ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და ვთავაზობდით ალტერნატივებს. განვუმარტეთ, რომ კომპანიას ამ ეტაპზე არ ჰქონდა ხელფასის ყველასთვის ზრდის საშუალება. თუმცა, შევთავაზეთ, რომ მათ უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაციით, ინდივიდუალურად ყოფილიყო განხილული ხელფასის სამომავლოდ მატების საკითხი და კრიტერიუმები. გვჯერა, რომ ხელფასის მატება ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხია და მიბმულია თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე, უნარებსა და პასუხისმგებლობაზე.

მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც ზეპირად, ისე წერილობით. სამი დღის განმავლობაში, მათგან ისმოდა, რომ მხოლოდ თავიანთ ულტიმატუმზე იდგნენ და არ აპირებდნენ მის შეცვლას/რამე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას.

უფრო მეტიც, როდესაც ვცდილობდით მოკლე დროში გამოძებნილი ოპერატორების მცირე რესურსით გვემუშავა, რათა ნიუსგამოშვებები ეთერში გაგვეშვა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფები პირადად და სხვა ოპერატორების გავლით უკავშირდებოდნენ გადაღებაზე გასულ ჩვენს თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ იქნა დაცული გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი. ტელეკომპანიის ადმინისტრაციას ოფიციალური შეტყობინება გაფიცვის გამოცხადების (მუშაობის შეწყვეტის) შესახებ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების მიხედვით არ მიუღია.

ოპერატორებმა 3 დღის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტელეკომპანიას, რასაც შესაბამისად მოჰყვა გაფრთხილებები და შემდგომ კონტრაქტის შეწყვეტა. ვწუხვართ, რომ პროტესტის ფორმები და შერჩეული დრო ძალიან მძიმედ აისახა ფორმულას ყველა თანამშრომელზე. სამწუხაროა, რომ ოპერატორებმა არც კანონით დადგენილი ვადა დაიცვეს და არც კოლეგიალობა.

მკაფიოდ გვინდა განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია დგას თითოეულ თანამშრომელზე და ყველა მათგანი ჩვენთვის ფასეული და მნიშვნელოვანია. ასევე, გვწამს პროტესტის ძალის და 3 წელზე მეტია, შეძლებისდაგვარად ვდგავართ დაჩაგრულთა მხარეს. გაგვიშუქებია გაფიცვებიცა და ბოიკოტებიც, გვესმის ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა როგორ აისახება ადამიანებსა და მათ ოჯახებზე. თუმცა, არ და ვერ ვითანამშრომლებთ ადამიანებთან, რომელთაც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი თავად არ აქვთ გააზრებული“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საინფორმაციო სამსახურის 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლა.

მოგვიანებით, ოპერატორების პროტესტის გამო, ტელეკომპანია ჟურნალისტებმა მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved