საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს და “ბოტი” ანტივაქსერის ფეისბუკზე დაბლოკვისკენ მოუწოდებს.
ფხაკაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“ეს არის “Lenka Lenka” ავადმყოფი (მანიაკალური მიდრეკილებებით) ანტივაქსერი, ფაშისტი, სექტანტი, რომელიც მუდმივად წერს ანტივაქსერულ სტატუსებს. ასევე, ამ მავნებელს აქვს რამდენიმე “პლატფორმა” და არაერთი ათეული ანგარიში. კლასიკური ბოტია. მთელი უბედურება იმაშია, რომ ასეთი ადამიანების წინააღმდეგ კანონმდებლობა უსუსურია…
ამ ადამიანის ყველა პოსტი სავსეა სიძულვილის ენით და მანიპულაციური ტექსტებით.თხოვნა მაქვს, როცა დაინახავთ ამ “ბოტის” პოსტებს, დაარეპორტეთ ფეისბუკზე …. დაარეპორტეთ მისი გვერდი და მისი პოსტები ….წინასწარ დიდი მადლობა … შეჭრა რას ნიშნავს – იქამდე რო შეგიდებენ საქალწულე აპკი რო არ დაგიზიანონ?” , – წერს ფხაკაძე.
კომენტარები