იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელიც ფიქციური კაპიტალის ზრდის საქმეზე „იუვენტუსის“ დასჯას და მისთვის 9 ქულის ჩამოკლებას ითხოვდა და იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ტურინული კლუბისთვის 15 ქულის ჩამოკლების გადაწყვეტილება მიიღო.
საქმეში ფიგურირებდნენ სხვა კლუბებიც, მათ შორის „სამპდორია“, „ჯეონა“, „პარმა“, „ემპოლი“ და სხვები, თუმცა FIGC-ის სასამართლომ ისინი გაამართლა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად „იუვენტუსს“ 37 ქულის ნაცვლად 22 ქულა აქვს, რის გამოც ის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციიდან მეათეზე გადაინაცვლა.
„იუვენტუსს“ ბრალად ედებოდა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ხელოვნურად გაზრდა, პერსონალისთვის განკუთვნილი ხარჯების შესახებ მონაცემთა ხელოვნური შემცირება და ფეხბურთელების რეალური ხელფასების დამალვა.
ტურინული კლუბი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
კომენტარები