“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. განცხადებას ის უახლოეს საათებში გააკეთებს.
რა გახდა მაჭავარიანის გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. ის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებდა.
მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2018 წლის 12 ივნისს დაიკავა, ვიცე-პრემიერის პოსტი კი – 2021 წლიდან.
ივანე მაჭავარიანი უკვე მეორე მინისტრია, ვინც ბოლო 2 თვის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტი დატოვა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, მაჭავარიანის წასვლას გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას უკავშირებენ და მის გადადგომას ცოტა ხნის წინათაც პროგნოზირებდნენ და ამის შესახებ „ალიაში“ ვწერდით.
კომენტარები