• რეკლამა
  • კონტაქტი
04:02, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი სხვადასხვა

ფილმები, რომლითაც 5 მსახიობი მამაკაცი ,,ოსკარისთვის” იბრძოლებს

ალია ავტორი - ალია
18:57 01-23-2020
- სხვადასხვა
A A
0
BRENTWOOD, CA - FEBRUARY 24: Nate Sanders displays the collection of Oscar statuettes that his auction company will sell online to the highest bidder on February 24, 2012 in Brentwood, California. (Photo by Toby Canham/Getty Images)

Facebook-ზე გაზიარება
52

9 თებერვალს ამერიკის კინოაკადემია საუკეთესოებს დაასახელებს, იქამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავხედოთ ნომინანტებს და მათ ნაშრომებს.

წელს ნომინაციაში „საუკეთესო მამაკაცი მსახიობი“ ოსკარისათვის იბრძოლებენ:

ანტონიო 
ბანდერასი – ფილმისთვის „ტკივილი და დიდება“ / Pain and Glory

პედრო ალმოდოვარის დრამაში ბანდერასი კინორეჟისორ სალვადორ მალოს როლში გვევლინება, რომელიც კარიერის მიწურულს განვლილ ცხოვრებას იხსენებს. შემოქმედებითი კრიზისის პერიოდში მალოსთვის შვება მხოლოდ წარსულის გახსენებას მოაქვს. სალვადორის დედის, ხასინტა მალოს როლში პენელოპა კრუსი გვევლინება.

ლეონარდო დიკაპრიო – ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“ / One Upon A Time in Hollywood

კვენტინ ტარანტინოს ფილმში ჰოლივუდის შესახებ დიკაპრიო სატელევიზიო სერიალების ვარსკვლავის რიკ დალტონის როლს ასრულებს, რომელსაც კინოინდუსტრიის ახალ მოთხოვნებზე მორგება უჭირს, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც იგი მის მეზობლად გადმოსულ რომან პოლანსკის და მის ცოლს, შერონ ტეიტს გაიცნობს…

ადამ დრაივერი – ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“ / Marriage Story

ნოა ბაუმბახის დრამედია ოდესღაც ბედნიერი წყვილის, ნიკოლ და ჩარლი ბარბერების განქორწინების პროცესის შესახებ. დრაივერი ფილმში ჩარლი ბარბერის როლს ასრულებს, ნიჭიერი რეჟისორის, რომელსაც ყოფილ ცოლთან კარგი ურთუიერთობის შენარჩუნება სურს. მიუხედავად ამისა, მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის მისაღებად ნიკოლსა და ჩარლის შორის ნამდვილი ომი იმართება.

ხოაკინ ფენიქსი – ფილმისთვის „ჯოკერი“ / Joker

ტოდ ფილიპსის ფილმი კომიქსების ყველაზე ბურუსით მოცული, სასტიკი და საინტერესო ვილენის შესახებ „ოსკარის“ 11-გზის ნომინანტია, ხოაკინ ფენიქსი კი ამ ნომინაციის N1 ფავორიტი. ფენიქსის მიერ განსახიერებულმა ჯოკერმა როგორც მაყურებლის, ასევე კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია. მსახიობმა ართურ ფლეკის როლისათვის უკვე დაიმსახურა „ოქროს გლობუსი“.

ჯონათან პრაისი – ფილმისთვის „ორი პაპი“ / The Two Popes

„ნეტფლიქსის“ ფილმი მოგვითხრობს რომის ორი პაპის, კონსერვატორი პაპი ბენედიქტის და მომავალი ლიბერალი პაპის, ფრანცისკის ურთიერთობის შესახებ, რომლებიც  ვატიკანის კედლებს მიღმა  კათოლიკური ეკლესიისთვის ახალი, საერთო მიმართულების შემუშავებას ცდილობენ. პრაისს ფილმში პარტნიორობას სერ ენტონი ჰოპკინსი უწევს.

„ფორტუნა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved