ფილიპინების სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.
მიწისძვრა UTC-ის დროით 23:21 საათზე მოხდა. ეპიცენტრი სარანგანის რაიონიდან 22 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრის კერის სიღრმემ 27 კილომეტრი შეადგინა.
მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
კომენტარები