ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერალი ფილიპ კირკოროვი ლიეტუვის არასასურველი პირების სიაში შეიყვანა. რუსეთისა და ბულგარეთის მოქალაქე კირკოროვს ქვეყანაში შესვლა ყირიმის ოკუპაციის მხარდაჭერის გამო აეკრძალა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში შესვლის უფლება მომღერალს 19 იანვრიდან აეკრძალა.
ლიეტუვას საგარეო უწყებამ რუსი შემსრულებლების კონცერტებს რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტი უწოდა.
კომენტარები