ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა, რომლის მიზანია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
არსებული ინფორმაციით, პროექტის მომზადებას ცხრა თვე დასჭირდება, რის შემდეგაც ისტორიულ შენობაში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, შენობას შეუნარჩუნდება არსებული არქიტექტურული იერსახე, თუმცა დაემატება თანამედროვე საინჟინრო და ტექნიკური სისტემები, რაც საკონცერტო დარბაზს უფრო ფუნქციურსა და კომფორტულს გახდის.
კომენტარები