საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს გიორგი პაპუნაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა პრესამ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, ის ასიმპტომურია, თავს კარგად გრძნობს და სახლშია იზოლირებული.
ცნობისთვის, პაპუნაშვილისგარდა, კორონავირუსი ოთარ კიტეიშვილს, ბექა მიქელთაძეს, ზურიკო დავითაშვილს, ლევან შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას დაუდასტურდათ.
კვარაცხელია და შენგელია კვლავაც მკურნალობენ, დანარჩენები კი უკვე გამოჯანმრთელდნენ.
კომენტარები